თორნიკე ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
109.172.242.120-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[File:John Tornike fresco, Iviron.jpg|მინიატიურა|თორნიკე ერისთავის ფრესკა ივერონის მონასტრიდან.]]
'''თორნიკე ერისთავი''' (გ. [[985]]) — [[ქართველები|ქართველი]] სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე [[ჩორდვანელი|ჩორდვანელთა]]<ref name="qim.ge">[https://qim.ge/chordvanelebu.html ჩორდვანელები// ჩორჩანელები]</ref> საგვარეულოდან. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს მისი წარმომავლობა დაუკავშიროს [[ბიზანტიის იმპერია]]ში მოღვაწე [[თორნიკი|თორნიკე]]ს საგვარეულოს, თუმცა უცნობია არსებობს თუ არა თორნიკე ერისთავის კავშირი თორნიკის საგვარეულოსთან<ref>[http://asiaminor.ehw.gr/Forms/fLemmaBody.aspx?lemmaid=9386#endNote_8 Tornikios family, The Tornikios Family in the Middle Byzantine Period]</ref>. [[ქართლის სასპასპეტო|ქართლის სპასპეტი]], [[დავით III]] დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] ერთ-ერთი მაშენებელი, [[ტაო|ტაოელი]] დიდებულის ჩორდვანელის ძე. ერისკაცობაში [[ერზურუმი|კარინის]] (სამხრეთი ტაო) მხარეს განაგებდა, რა დროსაც მისი ინიციატივით კარინის მონასტერში ქართული სკრიპტორიუმი შეიქმნა.<ref name="qim.ge" />
 
ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს [[აიონ-ოროსი|ათონის მთაზე]], ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. [[979]] წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.