მეჰმედ I გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმართველი
|თანამდებობა = =[[ხანი (ტიტული)|ხანი]]
|ქვეყანა = [[ყირიმის სახანო|ყირიმის]]
|სახელი = მეჰმედ I გირეი
|ორიგინალური სახელი = Mehmed Giray;
|რიგი = მე-5
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი =
|წარწერა =
|სურათის ზომა =
|ხელმოწერა = =
|მმართველობის დასაწყისი = [[1515]]
|მმართველობის დასასრული = [[1523]]
|კორონაცია =
|წინამორბედი = [[მენლი I გირეი]]
|მემკვიდრე = [[გაზი I გირეი]]
|თანამდებობა = =[[ხანი (ტიტული)|ხანი]]
|ქვეყანა = [[ყირიმის სახანო|ყირიმის]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[30 ნოემბერი]], [[1465]]
|დაბადების ადგილი = [[ყირიმის სახანო]]
|გარდაცვალების თარიღი = [[1523]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ასტრახანი]], [[ყირიმის სახანო]]
|ქორწინება = ნურუმ სულთნ ხათუნი
|შვილები = [[გაზი I გირეი]]
[[ისლამ I გირეი]]
ბაჰადირ გირეი
ალფ გირეი
ბაბა გირეი
ჩუბან გირეი
უზბეკ გირეი <ref>Anthony Stokvis, ''Manuel d'histoire, de généalogie et de chronologie de tous les États du globe, depuis les temps les plus reculés jusqu'à nos jours''</ref>
|დინასტია = [[გირეის დინასტია]]
|მამა = [[მენლი I გირეი]]
|დედა =
|რელიგია = [[სუნიზმი|სუნიტური ისლამი]]

'''მეჰმედ I გირეი''' ({{lang-crh|I Mehmet Geray, منكلى كراى‎}}; დ. [[30 ნოემბერი]], [[1465]], [[ყირიმის სახანო]] — გ. [[ასტრახანი]], [[1523]]) — [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] [[ხანი (ტიტული)|ხანი]] [[1515]]–[[1523]] წლებში, [[მენლი I გირეი]]ს უფროსი ვაჟი და [[კალგა]].

მამამისის მმართველობის პერიოდში მეჰმედი აქტიურად იყო ჩართული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. [[1507]] წელს ის დაინიშნა [[კალგა]]დ ანუ ტახტის მემკვიდრედ. მეჰმედი მეთაურობდა [[ყირიმელი თათრები|ყირიმელების]] არმიას [[ნოღაის ურდო]]ს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. [[1509]] წელს თანამედროვე [[ბელორუსი]]ს მიწები დალაშქრა. ის ასევე მონაწილეობდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] სამოქალაქო ომში, საკუთარი სიძის, [[სელიმ I]]-ის მხარეს.

მამის გარდაცვალებიდან 2 კვირაში მეჰმედმა [[ხანი (ტიტული)|ხანის]] ტიტული მიიღო. მან აქცენტი გააკეთა აქტიურ დამპყრობლურ პოლიტიკაზე. ამისათვის სჭირდებოდა თათრებისა და განადგურებული [[ოქროს ურდო]]ს შემორჩენილ მოსახლეთა მხარდაჭერა. ამის გამო მან შეიფარა [[ვოლგა (მდინარე)|ვოლგის]] პირას მცხოვრები თათრები და [[ნოღაის ურდო|ნოღაელები]]. [[1519]] წელს [[ყაზანი]]დან [[რუსები]] განდევნა და დაიკავა ის, მის დროებით მმართველად საკუთარი ძმა და მომავალი ხანი, [[საჰიბ I გირეი]] დანიშნა. [[1522]] წელს კავშირი შეკრა მის მფარველობაში მყოფ [[ნოღაის ურდო]]სთან და მათი დახმარებით აიღო [[ასტრახანი]], რომლის ხანად საკუთარი ვაჟი, ბაჰადირ გირეი დაასახელა და [[ყირიმის სახანო|ყირიმში]] დაბრუნება განიზრახა. მაგრამ მეჰმედს და მის რაზმს [[ნოღაის ურდო|ნოღაელებმა]] უღალატეს. ის ვერაგულად მოკლეს მის ვაჟ ბაჰადირთნ ერთად. მეჰმედის ორმა შვილმა, [[გაზი I გირეი|გაზიმ]] და ბაბამ თავს ყირიმში გაქცევით უშველეს. [[ასტრახანი]]ს დაპყრობის შედეგად მეჰმედ I-ს ჰქონდა შანსი [[ოქროს ურდო]]ს ერთგვარი აღდგენისა, თუმცა მისი მკვლელობა ნოღაელებმა სათავისოდ გამოიყენეს და მიითვისეს ქალაქი. [[ყირიმის სახანო|ყირიმის]] ხანი კი გახდა მეჰმედის ვაჟი, [[გაზი I გირეი]].

==იხილეთ აგრეთვე==
* [[ყირიმის სახანო]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეჰმედ_I_გირეი“-დან