დავით სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
212.58.121.37-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ჯეო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 12:
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა [[კონიაკი]]ს წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ [[საქართველო]] ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და [[კავკავი|კავკავში]] არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ [[ლიქიორი]]ს ხოლო შემდეგ [[კონიაკი]]ს დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. [[1885]] სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. [[1888]] თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, [[მოსკოვი | მოსკოვში]], პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. [[1889]]-[[1913]] სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.1905 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო წევრი დეპუტაციისა მეფისნაცვალთან, რომელიც მიზნად ისახავდა [[გურიის რესპუბლიკა|აჯანყებულ გურიაში]] რეპრესიების შეჩერებას<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/85980/1/Iveria_1905_N192.pdf გაზეთი „ივერია“ N192 გვ. 3 — 1905 წ.]</ref>
 
==ქველმოქმედება==
სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება | ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
 
სარაჯიშვილსარაჯიშვილი აფინანსებდა ქართულ [[საქართველოს. სოციალ-დემოკრატიული პარტია|სოციალ-დემოკრატიულ]] მოძრაობას და პირადად [[ნოე ჟორდანია]]ს. მას მიაჩნდა, რომ ქართული [[ბურჟუაზია]] არ არსებობდა, თავად-აზნაურობის მმართველობის დრო წასული იყო, ამიტომ ქვეყანას სათავეში მუშათა და გლეხთა პარტია უნდა ჩადგომოდა. ამიტომ აფინანსებდა სოციალ-დემოკრატებს და ამ საკითხის გამო პოლემიკა ჰქონდა მემარჯვენე ინტელიგენციასთან ([[ილია ჭავჭავაძე]], [[ნიკო ცხვედაძე]] და სხვ.)<ref>{{cite book| | first=| last=[[ნოე ჟორდანია|ჟორდანია, ნ.]]| series=ქართული მემუარული ლიტერატურა | title=ჩემი წარსული (მოგონებანი) | publisher=„სარანგი“ |location=თბილისი |year=1990 | origyear=პარიზი, 1953| isbn= | edition=პირველი გამოცემა|page=64-65}}</ref>
 
== ლიტერატურა ==