დავით სარაჯიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
||
ხაზი 12:
საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა [[კონიაკი]]ს წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ [[საქართველო]] ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. დავითი ოცდატქევსმეტი წლის იყო როცა ხელი მიჰყო მრეწველობას და [[კავკავი|კავკავში]] არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ [[ლიქიორი]]ს ხოლო შემდეგ [[კონიაკი]]ს დაყენება. კონიაკის დაყენება მეფის რუსეთში პირველად დავით სარაჯიშვილმა დაიწყო და გაუკვალა გზა ამ ახალ მრეწველობას. [[1885]] სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. [[1888]] თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით მწყობრში ჩადგა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, [[მოსკოვი | მოსკოვში]], პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1900 წლისთვის სარაჯიშვილის ფირმამ გამოუშვა 218200 ბოთლი კონიაკი. [[1889]]-[[1913]] სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს (9), ვერცხლის (5) და ბრინჯაოს მედლები. სარაჯიშვილის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა თბილისის კონიაკის ქარხანა.1905 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო წევრი დეპუტაციისა მეფისნაცვალთან, რომელიც მიზნად ისახავდა [[გურიის რესპუბლიკა|აჯანყებულ გურიაში]] რეპრესიების შეჩერებას<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/85980/1/Iveria_1905_N192.pdf გაზეთი „ივერია“ N192 გვ. 3 — 1905 წ.]</ref>
სარაჯიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართველი გლეხობის აღმდგენელი კომიტეტის“, სამუსიკო სასწავლებლის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება | ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და სხვა ეროვნული წამოწყებების ჩამოყალიბებასა და შექმნასთან.
== ლიტერატურა ==
|