მურყანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| commons =
}}
'''მურყანი''', ''თხმელა'' ({{lang-la|Alnus}})  — მცენარეთა გვარი [[არყისებრნი|არყისებრთა]] ოჯახისა. ერთსახლიანი ზაფხულმწვანე ხეებია, იშვიათად ბუჩქები (საქართველოში მხოლოდ ხეები). ცნობილია 30–40 სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელებში (ჩრდილოეთში ტყეტუნდრამდე), აგრეთვე [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] მთებში, აზიის ტროპიკებში, [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკაში]]  — [[ალჟირი|ალჟირში]]. [[საქართველო]]ში 2 სახეობაა: [[შავი მურყანი]] ანუ თხმელა (''Alnus barbata'') და [[ნაცარა მურყანი]] (''Alnus incana'').<ref name="ქსე">{{ქსე|7|202|გაგნიძე რ.|არა}}</ref>
 
აქვთ მორიგეობით განლაგებული, უბრალო, დაკბილული [[ფოთლები]]. [[ყვავილი|ყვავილები]] შეკრებილია ყვავილედებად  — საყურეებად (მამრობითი  — ჩამოკიდეულება, მდედრობითი  — მოკლეები). დაყვავილების შემდეგ გამერქნება ახასიათებთ და გარეგნულად წიწვოვანთა [[გირჩა|გირჩებს]] გვანან. ნაყოფი ერთთესლიანი ორფრთიანი [[კაკლუჭა]]ა. ფესვებზე ვითარდება კოჟრები, სადაც სახლდებიან აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიები.
 
სახეობათა უმრავლესობა იზრდება მდიდარ, ტენიან, კარგად აერირებულ ნიადაგებზე, ხშირად მდინარეებისა და ნაკადულების გასწვრივ, ზოგიერთი  — ქვიშრობებზე, ქვიშებზე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თითქმის ყველა სახეობა გაზაფხულზე ყვავის. ახასიათებთ ქარით დამტვერვა.
 
[[მერქანი]] ღია ფერისაა, ჰაერზე წითლდება, წყლის ქვეშ დიდხანს არ ლპება, გამოიყენება ავეჯის, თარის, ფანერის, წყალქვეშა და წყალზედა ნაგებობების წარმოებაში ([[ვენეცია|ვენეციის]] რიგი ნაგებობები მურყნის ხიმინჯებზეა აგებული). სახეობათა უმრავლესობის ქერქი და სხვა ნაწილები შეიცავს [[ტანინი|ტანინებს]]. შავი და რუხი მურყნის გირჩების ნაყენს კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს და ნაწილობრივ სისხლის შემაჩერებელ საშუალებად ხმარობენ. ადრე გაზაფხულზე შაქართან შერეულ მურყნის მტვერს [[ფუტკარი|ფუტკრის]] საკვებად იყენებენ. ზოგიერთი სახეობა გამოიყენება გამწვანების მიზნით.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Соколова И. В. |სათაური=Ольха |ტომი= 24 |გვ=153 |id=2686180}}</ref>
 
== სქოლიო ==
== ლიტერატურა ==
{{სქოლიო}}
{{ქსე|7|202|გაგნიძე რ.}}
 
[[კატეგორია:არყისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურყანი“-დან