ბოდორნის სვეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბოდორნის სვეტი''' — კლდის სვეტი [[არაგვი]]ს ხეობის მარჯვენა მხარეს, სოფ. [[ბოდორნა]]სთან. გზიდან 70-80 მ-ზე, სიმაღლე 15 მ. მისი დიამეტრი 4 მ. აღწევს. ზედაპირი ბუჩქნარითაა დაფარული, საფუძველში კი აღმოსავლეთით პატარა გამოქვაბულია გამოკვეთილი. სვეტის ქვეშ არსებულ გამოქვაბულს ადრექრისტიანულ ხანაში (V-VII სს.) საკულტო დანიშნულება ჰქონდა. ამ დროს ფართოდ იყო გავრცელებული მესვეტეობა ე.წ. დაყუდებული ბერების მოღვაწეობა. აქვე დგას [[XVII საუკუნე]]ში აგებული [[ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია]].
 
[[ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია|ბოდორნის ეკლესიის]] სამხრეთ-აღმოსავლეთით, 150 მეტრის დაშორებით, ფლატის შვერილზე აღმართულია „დუნუდაციური მოწმე“, რომელიც ლიტერატურაში ბოდორნის სვეტის სახელითაა ცნობილი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა „წოწოლა კლდეს“ უწოდებს („წოწოლა“ მაღალსა დაწაწვრილებულს ნიშნავს).
 
ბოდორნის კლდის სვეტი [[ნეოგენური სისტემა|ნეოგენურ კონგლომერატებში]], ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნალებშია გამომუშავებული. აქ არსებული რელიეფის ფორმებისა და ქანების აგებულებით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი სვეტების წარმოშობა შეიძლება მომავალშიც მოხდეს. შესაძლოა ბოდორნის სვეტი წარმართულ ხანაში ნაყოფიერების სიმბოლოდ ყოფილიყო მიჩნეული, ხოლო ქრისტიანულ პერიოდში (V-VI საუკუნეებში) კი მესვეტის საცხოვრისად გამოეყენებინათ. ამდენად, ბოდორნის სვეტი, კაცხის სვეტის მსგავსად, ერთდროულად ისტორიული ძეგლიცაა და ბუნებრივიც.
 
ბოდორნის სვეტი ზღვის დონიდან 750 მეტრზეა, მეტად დამრეც, ტყით შემოსილ ფერდობზე. სვეტის სიმაღლე 15 მეტრზე მეტია. ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ კი თანდათან ვიწროვდება. თხემზე ბუჩქებია ამოსული. არარის გამორიცხული, რომ ეს წესიერი ფორმა ადამიანის ჩარევითაც იყოს მიცემული. სვეტის თავისებურება ისიც არის, რომ მის ქვედა ნაწილში, აღმოსავლეთის მხრიდან — გაჭრილია ორთვლიანი გამოქვაბული, რომლის კედლებშიც თახჩებია დატანებული. მის თავზე დაუწყიათ მეორე სართულის კიდევ ერთი „ოთახის“ გამოჭრა, რაც ბოლომდე მიყვანილი არ არის.
 
ბოდორნის სვეტი გარეგნული ფორმითა და სიდიდით ძლიერ წააგავს კავკასიონის მთიანეთში მოდარაჯე კოშკებს. „კლდის კოშკები“, ანუ კლდის სვეტები, როგორც დაცვის ობიექტი, „საქართველოს წითელ წიგნშია“ შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნების ძეგლთან მისვლა საკმაოდ რთულია,
 
1979 წელს ძეგლი შეისწავლა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით.
 
==ლიტერატურა==
*ხარაძე კ., ბოდორნა, თბილისი, 2010, გვ. 21-33
 
==რესურსები ინტერნეტში==