გუჯარეთი (მხარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
[[File:Prokudin-gorsky. Inside the ruins of Timotis-Ubanskii (timotisubani) Monastery.jpg|thumb|[[ტიმოთესუბნის მონასტერი|ტიმოთესუბნის ეკლესიის]] სამხრეთ კარიბჭე, XIII საუკუნის დასაწყისი]]
 
'''გუჯარეთი''', ''გუჯარეთისხევი'', საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარემხარის — აღმოსავლეთთორის საქართველოშინაწილი, ახლანდელი [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიის ნაწილი.
 
გუჯარეთითორი ისტორიულისამი [[თორი]]სერთეულისაგან შემადგენელიშედგებოდა: ნაწილიაგუჯარეთის ხევი, სადგერის ხევი და ჴეობა (ანუ მტკვრის ორივე ნაპირი — ტაშისკარიდან დვირამდე). გუჯარეთი ძირითადად მოიცავდა მდ. გუჯარეთისწყლის ხეობას. დღევანდელი ადმინისტრაციული დანაწილებით გუჯარეთის ხევი ბორჯომის მუნიციპალიტეტში შედის. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება თარიანის, აბუხალოს, თორზიტისა და გვირგვინას (ვახუშტი მას ყერძენის მთას უწოდებს) მთები. სამხრეთით გუჯარეთს თრიალეთისაგან გამოჰყოფს საქველოს, კენჭიყარისა და ქვაჯვარის მთები. აქაურ სოფელთა უმრავლესობა მთის ძირზეა შეფენილი. სახნავ-სათესი ფართობი მდინარეთა ნაპირებამდე აღწევს. სატრანსპორტო და საცალფეხო გზები ადვილად სავალ ხევებს მიჰყვება, რომლებიც [[ჯავახეთი|ჯავახეთსა]] და [[თრიალეთი|თრიალეთს]] [[შიდა ქართლი|შიდა ქართლთან]] აკავშირებდა.
 
1904 წელს გუჯარეთის ტერიტორიაზე, ნასოფლარ თელოვანში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ცულების, მათი ჩამოსასხმელი ყალიბებისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან შემდგარი განძი ([[თელოვნის განძი]]). ეს ადასტურებს, რომ გუჯარეთის ხევი ადამიანის მიერ [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანიდან]] იყო ათვისებული. შუა საუკუნეებში ხეობის ცენტრი გამხდარა სოფელი გუჯარეთი, რომელიც [[გუჯარეთისწყალი|გუჯარეთისწყლის]] ზემო წელზე, მდინარის ორივე ნაპირას მდებარეობს. ხეობის მნიშვნელოვანი ციხეები იყო: [[თოთხამი]], [[ალეწი]], [[მომწვარა]], [[სარბიელა]], [[გვირგვინა (ციხე)|გვირგვინა]], [[უზნარიანი]]. თითქმის ყველა სოფელსა და ნასოფლარში შემორჩენილია ნანგრევები ეკლესიებისა, რომელთა უმეტესობა IX–XIII საუკუნეებშია აგებული. ზოგ მათგანზე, ქტიტორთა ან მშენებელ ხელოსანთა წარწერებიც არის. მაგ., გულსუნდის „წითელი ეკლესიის“ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მაშენებელი ვინმე მახარობელი (X–XI საუკუნეების მიჯნა), ტყემლოვანის ეკლესიის წარწერაში — კვირიკე და გიორგი (X ს.), ხოლო თელოვნის ელიას ეკლესიის წარწერაში — თევდორე (X ს.). გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადზეა სამძივისხევი (ახლანდ. სოფ. [[მზეთამზე]]). აქედან მომდინარეობს გვარსახელი [[სამძივრები|სამძივარი]], რომელიც [[თორელები]]ს განაყოფი უნდა იყოს. 1065 წელს თორი და გუჯარეთი დაურბევია [[ალფ-არსლანი|ალფ-არსლანს]]. მომდევნო პერიოდის ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია [[ტიმოთესუბნის მონასტერი]]. XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება ნასოფლარ დიდი თონეთის ნაეკლესიარში ნაპოვნი, ქვაჯვრის მომაღლო ბაზისზე ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულება და წარწერა. შემდგომი ხანის ძეგლთაგან მნიშვნელოვანია [[დაბის წმინდა გიორგის ეკლესია]].