ცაგერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
 
== გეოგრაფია ==
დასავლეთით ესაზღვრება [[მარტვილის მუნიციპალიტეტი|მარტვილის]], ჩრდილოეთით [[ლენტეხის მუნიციპალიტეტი|ლენტეხის]], აღმოსავლეთით [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი|ამბროლაურის]], სამხრეთით [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს]] და [[ხონის მუნიციპალიტეტი|ხონის]] მუნიციპალიტეტები. ფართობი 755,4 კმ².
 
===რელიეფი===
მუნიციპალიტეტის ტერიტორია უჭირვს ცაგერის ქვაბულს, რომელსაც გარს აკრავს სხვადასხვა სიმაღლის მთები, [[ეგრისის ქედი]]ს აღმოსავლეთ ნაწილი — ცეკურის, საზამთროსა და საქერიას ამსივებიმასივები. მასივებს ახასიათებს ძველი მყინვარული ფორმებიანი ღრმად დანაწევრებული კლდოვანი რელიეფი. დასავლეთ მხარეზე აღმარღულია [[ასხის მასივი]]ს აღმოსავლეთ განშტოებები. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში, [[რიონი]]ს და [[ცხენისწყალი|ცხენისწყლის]] ხეობებს შორის, [[ნაქერალას ქედი]]ს სამხრეთ გაგრძლებაზე მდებარეობს [[ხვამლის მასივი]]. მისი სამხრეთ კალთა მაღალია და ქარაფოვანი. მდინარე რიონის გასწვრივ ვრცედება ერთმანეთისგან ღრმა ხეობებით გამოყოფილი დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები.
 
ვრცელი ცაგერის ქვაბული, რომელიც გადაკვეთილია მდინარე ცხენისწყლით, იწყება მურის კლდეკარიდან და გრძელდება სამხრეთით სარეწკელის კლდეკარამდე. ორივე კლდეკარი ჩაჭრილია მკვრივცარცულ კირქვებში. ქვაბულის განიერი (1,5-2 კმ.) მძლავრი ალუვიონით დაფარული ფსკერიდან მაღლდება გორაკ-ბორცვების და დაბალი მთების საშუალოდ დახრილი ტერასებიანი კალთები. სარეწკელას კლდეკარიდან სამხრეთით ცხენისწყლის ხეობაისევ განიერდება პორფირიტულ და ფერად წყებათა ქანებში და ქმნის ზუბის ქვაბულს. ცაგერის ქვაბული აღმოსავლეთით გამოყოფილია ორბელის ქვაბულისაგან შუა ლეჩხუმის სერით. მის აღმოსავლეთით ცარცულ კირქვებში მდინრე რიონი ქმნის ტვიშის კლდეკარს. კირქვული მასივებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ეროზიული და კარსტული ფორმები, ქვაბულებისათვის მეწყრული მოვლენები. ცაგერის ქვაბული რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის დასავლეთი ნაწილია. აგებულია პალეოგენური და ნეოგენური მეერგელებით, ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. მათ თითქმის ყოველი მხრიდან აკრავს ცარცული ასაკის კირქვები და მერგელები. ტვიშის სამხრეთით გაშიშვლებულია შუაიურული, ჩრდილო-აღმოსავლეთში ბაიოსური და ქვედაიურული ნალექები. ცარცული კირქვები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება უმთავრესად ბაიოსური პორფირიტული წყებით. სასარგებლო წიაღისეულია ფოსფორიტები და [[მინერალური წყლები]] [[მდინარე]] [[ლაჯანურა|ლაჯანურის]] ხეობაში.
ხაზი 33:
მცენარეულობა ძირითადად სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. დაბალ ნაწილში არის კოლხური ტყე, რომლის ქვეტყეში ვხვდებით როგორც ფოთოლმცვივან, ისე მარადმწვანე ბუჩქებს. სამხრეთ ნაწილში არის [[წაბლნარი]]ს ნარჩენები. მთისწინეთში გაბატონებულია წიფლნარ-რცხლინარები, რომლლებიც ხშირი დასახლების და მიწის ათვისების გამო ძლიერ შემცირებულია. მთის კალთებზე შერეული და წიწვოვანი ტყეებია. ფოთლოვნებიდან ჭარბობს მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი, ჯაგარცხილნარი; წიწვოვნებიდან — [[ნაძვი]], [[სოჭი]], [[ფიჭვი]]. ქვეტყეში ხშირია [[შქერი]], [[წყავი]], [[ბზა]]. წიფლნარებში შერეულია წაბლი, [[რცხილა]], [[ცაცხვი]], [[ნეკერჩხალი]], [[იფანი]] და სხვა. ქვეტყეში არის [[იელი]], [[მოცვი]], [[ჭანჭყატა]], [[თხილი]], იმერული ხეჭრელი და სხვა. კირქვიან ადგილებზე წიფლნარ-მუხნარი, აგრეთვე მუხნარია. ეგრისისა და ლეჩხუმის ქედების კალთებზე წიწვოვან ტყეებს ზემოთ მოსდევს სუბალპური ტყეები და მდელოები. მცირე ფართობი უკავია ალპურ მდელოებს. საქერიას, ცეკურის და საზამთროს მასივები აღწევენ სუბნივალურ სარტყელამდე.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადროსბ მთის ტყის ცხოველები: [[დათვი]], [[მგელი]], [[ტურა]], [[მელა]], [[შველი]], [[კურდღელი]], [[ზღარბი]], [[თხუნელა]]. ფრინველებიდან [[ყვავუყვავი]], [[ყორანი]], [[ძერა]], [[ტყის ქათამი]], [[შაშვი]], [[ტოროლა]] და სხვა. ქვეწარმავლებიდან ხვლიკები, გველები და სხვა. მდინარეებში ბევრია თევზი.
 
== მოსახლეობა ==
ხაზი 50:
 
== ეკონომიკა ==
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის [[ლაჯანურის ჰიდროელექტროსადგური]]. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქუტაისი[[ქუთაისი]]-[[ცაგერი]]-ლენტეხის[[ლენტეხი]]ს და [[ონი]]-ცაგერის საავტომობილო გზები. ადგილობრივი გზების სიგრძეა 186 კმ.
 
==ღირსშესანიშნაობანი==
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებია [[ცხეთის ეკლესია]], თაბორის, ლაბეჭინის წმინდა გიორგის ეკლესიები, ზუბის, გვესოს, ზოგიშის ციხეები. ცაგერში შემორჩენილია შუა საუკუნეების საკათედრო ტაძარი.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდნიმე მუზეუმია: ცაგერში მოქმედებს მხარეთმცოდნეობის, [[ბარდნალა]]ში [[ლადო ასათიანისასათიანი]]ს, [[სპათაგორი|სპათაგორაში]] მარშალ ა. გელოვანის სახლ-მუზეუმები.
 
==ლიტერატურა==