შელი დიუვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
 
დიუვალმა ოლტმანის მომდევნო ფილმებშიც მოიპოვა როლები. 1971 წელს მან ითამაშა ფილმში ''მაკკეიბი და მისის მილერი'', ხოლო 1974 წელს ფილმში ''ჩვენნაირი ქურდები'' კეიტ კარადინის პერსონაჟის საყვარლის როლი შეასრულა. 1975 წელს დიუვალმა მონაწილეობა მიიღო კომედიაში ''ნეშვილი'', რომელმაც როგორც კრიტიკული, ასევე კომერციული წარმატება მოიპოვა. მსახიობმა [[ფრენსის კლივლენდი]]ს როლი შეასრულა ''ფილმში ბუფალო ფილმი და ინდიელები'' (1976). იმავე წელს დიუვალმა [[ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი|ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის]] მოთხრობის ''ბერნისი მოკლედ იჭრის თმას'' კინოადაპტაციაში მთავარი როლი მოიპოვა.<ref name="bernice">{{cite book|last=Hischak|first=Thomas S.|title=American Literature on Stage and Screen: 525 Works and Their Adaptations|publisher=McFarland|year=2014|isbn=978-0-786-49279-4|location=Jefferson, North Carolina|page=23}}</ref> ამ პერიოდში იგი შოუს ''[[შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში]]'' ერთ-ერთ ეპიზოდში წამყვანის ამპლუაში წარსდგა და რამდენიმე სკეჩში გამოჩნდა.<ref>{{cite web|title=Season 2: Episode 21|url=http://snltranscripts.jt.org/76/76u.phtml|access-date=April 12, 2014|publisher=Saturday Night Live Transcripts}}</ref>
[[File:Shelley Duvall (December 1977) (cropped).jpg|thumb|დიუვალი 1977 წელს|290x290px]]
1977 წელს დიუვალმა რობერტ ელტმენის ფსიქოლოგიურ თრილერში ''3 ქალი'' მიიღო მონაწილეობა. მან მილდრენ ლამოროს როლი შეასრულა, რომელიც მეგობართან ერთად კალიფორნიის უდაბნოს უკაცრიელ ქალაქში დასახლდება. ფილმში დიუვალმა, ისევე, როგორც სხვა მსახიობებმა, არაერთხელ მიმართა იმპროვიზაციას.<ref>{{Cite web|last=Sterritt|first=David|title=3 Women: Dream Project|url=https://www.criterion.com/current/posts/319-3-women-dream-project|website=The Criterion Collection|language=en}}</ref> მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კომეციული წარმატება ვერ მოიპოვა, კრიტიკული აღიარება დაიმსახურა.<ref>{{Cite news|date=2020-11-23|title=Movie Reviews|language=en-US|work=The New York Times|url=https://www.nytimes.com/reviews/movies|issn=0362-4331}}</ref> ჟურნალის Texas Monthly კრიტიკოსებმა დიუვალი „ექსტრაორდინალური შესრულებისთვის“ შეაქეს. დიუვალმა ფილმისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში კანის კინოფესტივალის და ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოები, აგრეთვე ბრიტანეთის კინოინსტიტუტის ჯილდოს ნომინაცია მოიპოვა.<ref>{{cite web|work=BAFTA Awards|title=BAFTA Awards Search: 1978 Film Actress|url=http://awards.bafta.org/award/1978/film/actress}}</ref> იმავე წელს მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა [[ვუდი ალენი]]ს რომანტიულ კომედიაში [[ენი ჰოლი]].
 
68

რედაქტირება