ილია აფხაზავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
ხაზი 9:
1953–56 წლებში მუშაობდა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, 1954–57 წლებში კი ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის კათედრაზე; 1957 წლიდან მუშობდა [[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]]. საკანდიდატო დისერტაცა დაიცვა 1964 წელს თემაზე: „მდინარე არაგვის აუზის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, სადაც მოცემულია მდინარე [[არაგვი]]ს აუზის [[გეოლოგია|გეოლოგიური აგებულების]], [[რელიეფი]]ს, [[ჰავა|ჰავის]], [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიური ობიექტების]], [[ფლორა|მცენარეული საფარის]], [[ფაუნა|ცხოველთა სამყაროს]], [[ნიადაგი|ნიადაგების]] საკმაოდ დეტალური დახასიათება. შესრულებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან 66 გამოქვეყნებულია. ნაშრომებში გაშუქებულია [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიური]], [[ფიზიკური გეოგრაფია|ფიზიკურ-გეოგრაფიული]] და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] საკითხები. აგრეთვე, [[პალიასტომი|პალიასტომის ტბის]] ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენის ღონისძიებები, [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაჭაობებული დაბლობის]] ჰიდროგრაფიული თავისებურებანი, [[საქართველოს ტბები]]ს სამეურნეო მნიშვნელობისა და მათი გამოყენების პერსპექტივაზე. ჩაატარა ჩრდილო კავკასიის ტბების ლიმნოლოგიური გამოკვლევები.<ref name="ეც" />
 
[[ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი|ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში]] ილია აფხაზავას დროს ფართოდ გაიშალა გამოკვლევები [[ლიმნოლოგია]]ში.<ref>[{{Cite web |url=http://geography.tsu.ge/index.php?id=124&lang=geo |title=ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი // ჰიდროლოგია–კლიმატოლოგიის განყოფილება] |accessdate=2020-11-22 |archiveurl=https://web.archive.org/web/20201123214016/http://geography.tsu.ge/index.php?id=124&lang=geo |archivedate=2020-11-23 }}</ref> 1975 წელს, [[რუსული ენა|რუსულ ენაზე]] გამოიცა ილია აფხაზავას [[მონოგრაფია]] „საქართველოს ტბები“ („Озера Грузии“), რომელიც შეიქმნა ავტორის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1960–74 წლები) ჩატარებული გამოკვლევების ხარჯზე. საველე კვლევები ტარდებოდა ძირითადად თბილ ნახევარწელში, მიზნათ ისახავდა ტბიური ქაბულების გენეზისის შესწავლას, მათი მორფოლოგიისა და მორფომეტრიის დადგენას, საზრდოობის, ტბების თერმიკისა და თერმული თავისებურებების დონებრივი რეჟიმის შესწავლას; შეძლებისდაგვარად დაგროვდა მასალები [[ფლორა]]სა და [[ფაუნა]]ზე, აგრეთვე ტბიური წყლების ქიმიზმზე.<ref>Озера Грузии / И. Апхазава ; [Ред. Ф. Давитая] ; Ин-т географии. Тбилиси : „Мецниереба“, 1975.</ref>
 
ილია აფხაზავა აქტიურად მუშაობდა [[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია|ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში]], მრავალი სტატია გამოაქვეყნა [[საქართველოს მდინარეების სია|საქართველოს მდინარეებისა]] და [[საქართველოს ტბები|ტბების]] შესახებ. მონაწილეობდა აგრეთვე „დასავლეთ ამიერკავკასიის წყლის რესურსების“ ცნობარის შედგენაში (1972, 74).<ref>ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი : [50 წლისთავი]. მეცნიერება, 1984.</ref> იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებისა და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომების ერთ-ერთი ავტორი.<ref name="ეც" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_აფხაზავა“-დან