ცაგერის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
მუნიციპალიტეტის ტერიტორია უჭირვს ცაგერის ქვაბულს, რომელსაც გარს აკრავს სხვადასხვა სიმაღლის მთები, [[ეგრისის ქედი]]ს აღმოსავლეთ ნაწილი — ცეკურის, საზამთროსა და საქერიას ამსივები. მასივებს ახასიათებს ძველი მყინვარული ფორმებიანი ღრმად დანაწევრებული კლდოვანი რელიეფი. დასავლეთ მხარეზე აღმარღულია [[ასხის მასივი]]ს აღმოსავლეთ განშტოებები. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში, [[რიონი]]ს და ცხენისწყლის ხეობებს შორის, [[ნაქერალას ქედი]]ს სამხრეთ გაგრძლებაზე მდებარეობს [[ხვამლის მასივი]]. მისი სამხრეთ კალთა მაღალია და ქარაფოვანი. მდინარე რიონის გასწვრივ ვრცედება ერთმანეთისგან ღრმა ხეობებით გამოყოფილი დაბალი და საშუალო სიმაღლის მთები.
 
ვრცელი ცაგერის ქვაბული, რომელიც გადაკვეთილია მდინარე ცხენისწყლით, იწყება მურის კლდეკარიდან და გრძელდება სამხრეთით სარეწკელის კლდეკარამდე. ორივე კლდეკარი ჩაჭრილია მკვრივცარცულ კირქვებში. ქვაბულის განიერი (1,5-2 კმ.) მძლავრი ალუვიონით დაფარული ფსკერიდან მაღლდება გორაკ-ბორცვების და დაბალი მთების საშუალოდ დახრილი ტერასებიანი კალთები. სარეწკელას კლდეკარიდან სამხრეთით ცხენისწყლის ხეობაისევ განიერდება პორფირიტულ და ფერად წყებათა ქანებში და ქმნის ზუბის ქვაბულს. ცაგერის ქვაბული აღმოსავლეთით გამოყოფილია ორბელის ქვაბულისაგან შუა ლეჩხუმის სერით. მის აღმოსავლეთით ცარცულ კირქვებში მდინრე რიონი ქმნის ტვიშის კლდეკარს. კირქვული მასივებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ეროზიული და კარსტული ფორმები, ქვაბულებისათვის მეწყრული მოვლენები. ცაგერის ქვაბული რაჭა-ლეჩხუმის სინკლინის დასავლეთი ნაწილია. აგებულია პალეოგენური და ნეოგენური მეერგელებით, ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. მათ თითქმის ყოველი მხრიდან აკრავს ცარცული ასაკის კირქვები და მერგელები. ტვიშის სამხრეთით გაშიშვლებულია შუაიურული, ჩრდილო-აღმოსავლეთში ბაიოსური და ქვედაიურული ნალექები. ცარცული კირქვები თითქმის ყველა მიმართულებით იცვლება უმთავრესად ბაიოსური პორფირიტული წყებთწყებით. სასარგებლო წიაღისეულია ფოსფორიტები და [[მინერალური წყლები]] [[მდინარე]] [[ლაჯანურილაჯანურა|ლაჯანურის]] ხეობაში.
 
ცაგერის ქვაბულის ფსკერზე ალუვიური ნიადაგეია. მთის კალთებზე ჭარბობს ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული ნიადაგები. მაღალ მთებში მთის ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწერბული ტყის ყომრალი, გარეთვე კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. ციცაბო, კლდოვანი ადგილები სრულად მოკლებულია ნიადაგსაფარს.
 
===ჰავა===
მუნიციპალიტეტი ეკუთვნის ზღვის სუბტროპიკული ტენიანი ჰავის ოლქს, სადაც სიმაღლის მიხედვით ჰაერის ტემპერატურა და ატმოსფერული ნალექები მკვეთრად იცვლება. დაბალ ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4 °C (იანვრის 0 °C, აგვისტოს 22 °C). ნალექები 1235 მმ წელიწადში. მაქსიმალური ოდენობა ნალექებისა მოდის შემოდგომაზე, მინიმუალური ზაფხულში. მთიან ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ეცემა, ნალექების რაოდენობა კი იზრდება და ყველაზე მაღალ ადგილებში 2000 მმ აღწევს.
 
===შიგა წყლები===
მთავარი მდინარეებია[[მდინარე]]ებია [[რიონი]] და [[ცხენისწყალი]]. რიონის უდიდესი შენაკადია [[ჯანოულა]], ცხენისწყლისა — [[ლაჯანურილაჯანურა]]. მდინრეები საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. ცხენისწყალი და რიონი ზემო დინებაში საზრდოობენმყინვარების ნადნობი წყლითაც. მცირე მდინარეთა ნაწილს აქვს კარსტული რეჟიმი, ნაწილს სელური ხასიათი. მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნა —ზაფხულ-სემოდგომაზე.
 
===ფლორა და ფაუნა===
ხაზი 38:
 
== მოსახლეობა ==
მუნიციპალიტეტში შედის 1 ქალაქი და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში [[ურბანიზაცია|ურბანიზაციის]] დონე დაბალია. 1987 წლის მონაცემებით სოფლის მოსახლეობა შეადგენდა რაიონის მთელი მოსქხლეობის 90 %-ს. 2014 წლის აღწერით სოფლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეოიბის 87,3 % ცხოვრობს. განსახლების ძირითადი ზონაა ცაგერის ქვაბული და მიმდებარე მთების კალთები ზღვის დონიდან 500-600 მ-ის ფარგლებში.
 
{| class="wikitable"