კატო მიქელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
კატომ თავდაპირველი განათლება [[ქუთაისი]]ს ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით იგი არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. სწავლობდა რუსეთში, შემდეგ - შვეიცარიაში, ბრიუსელში. მიქელაძემ დაამთავრა [[ბრიუსელის უნივერსიტეტი]]ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და [[1916]] წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, [[1917]]-[[1918]] წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა“ ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „[[ხმა ქართველი ქალისა]]“ ([[1917]]-[[1918]]).
 
კატო მიქელაძე [[1918]]-[[1919]] წლებში [[გუდაუთა|გუდაუთაში]], [[1920]] წელს - [[სიღნაღი|სიღნაღში]] მუშაობდა პედაგოგად. [[1921]] წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან ის საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის გულანთებული და ერთგული მხარდამჭერი გახლდათ . [[1930]] წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და საბჭოთა რევოლუციის მუზეუმში, მარქსის, ენგელისის, ლენინის და ტროცკის იდეების მთავარი მეხოტბე. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. [[1940]] წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კატო_მიქელაძე“-დან