სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 140:
 
===რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში===
[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო [[სოლომონ II|სოლომონ II-მ ]]<nowiki/>გრიგოლ დადიანს ჯერ [[მანუჩარ II დადიანი]] დაუპირისპირა, ხოლო [[1795]]-იდან სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმებას შეეცადა. [[1802]] წლის 5 ოქრომბერს გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და მზაობა გამოხატა შესულიყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Дадиани к царевичу Давиду, от 5-го октября 1802 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №897, Тифлис, 1868, ст. 452-453]</ref>. გრიგოლ დადიანი იმავე წლის 20 დეკემბრის წერილში თხოვნით მიმართავს რუსეთს ან შეიყვანონ რუსეთის იმერიის მფარველობის ქვეშ, ან მისცენ უფლება ეძებოს საფარველი ოსმალეთის იმპერიაში<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Григория Дадиани к Соколову, от 20-го декабря 1802 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №899, Тифлис, 1868, ст. 453]</ref>. 1803 წლის 22 აპრილის წერილში გრიგოლ დადიანი გამოხატავს იმედს, რომ სულ მალე მისი ქვეყანა (სრულიად ოდიში, ლეჩხუმის მხარე და სვანეთით) ღირსი გახდება რუსეთის მფარველობისა, და რომ მის სურვილს მხარს უმაგრებენ მისი ერთგული აფხაზებიც<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Григория Дадиани к кн. Цицианову, от 22-го апреля 1803 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №901, Тифлис, 1868, ст. 454-455]</ref>. 1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს. [[1804]] წლის 4 ივლისს თხოვნა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა და სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლოპბაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით. 1804 წლის ოქტომბერში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ზღვით რუსეთის ერთი პოლკი შეიყვანეს და სამთავროს რამდენიმე პუნქტში გაანაწილეს. რუსეთის ხელისუფლების დახმარებით უკვე [[1804]] სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს დაუბრუნდა ლეჩხუმის დიდი ნაწილი. [[1810]], [[იმერეთის სამეფო]]ს გაუქმების შემდეგ კი — ამ პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც იმერეთის მეფეს ჰქონდა დასაკუთრებული. [[1813]] ლევან დადიანმა სამურზაყანო დაუმორჩილა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს. 1840 რუსეთის ხელისუფლებამ ეს მხარე ჩამოართვა ოდიშის მთავარს და თავის უშუალო განმგებლობაში შეიყვანა. ოდიშის მთავარმა ამის სანაცვლოდ ვერცხლით 25 ათასი მანეთის კომპენსაცია მიიღო. 1853 გარდაიცვალა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი. ნიკოლოზ I-მა 1853 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით უდლისწულის სრულწლოვანებამდე სამთავროს მმართველად დანიშნა დედოფალი ეკატერინე დადიანი. ყირიმის ომის დროს, 1854 წლის ივლისში თურქებმა დაიკავეს ყულევის ნავსადგური, ხოლო [[1855]] წლის 25 ოქტომბერში თურქები ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავროს დიდი ნაწილი განთავისუფლდა თურქებისაგან, ხოლო [[1856]] წლის თებერვალში თურქებმა მთლიანად დატოვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო. ყირიმის ომმა (1853—1856) დიდი ზარალი მიაყენა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკონომიკას. გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხების ექსპლოატაციის გაზრდით შეეცადა. ამას კი [[სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857|სამეგრელოს გლეხთა აჯანყება]] მოჰყვა. სამთავრო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალებით აჯანყების ჩაქრობა და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა დახმარება. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა და 1857 წლის 8 სექტემბერს დებულების თანახმად, იქ რუსეთის მმართველობა დააწესა. 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II ბრძანებულებით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა. სამთავროს ტერიტორია [[ზუგდიდის მაზრა|ზუგდიდის]], [[სენაკის მაზრა|სენაკისა]] და [[ლეჩხუმის მაზრა|ლეჩხუმის]] მაზრების სახით შევიდა [[ქუთაისის გუბერნია]]ში.
 
==სოციალ-ეკონომიკური წყობა==