გრიგოლ დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
იმერეთის მეფემ [[1802]] წელს კიდევ ერთხელ შეძლო გრიგოლისათვის სამთავროს ჩამორთმევა და ამჯერად მისი უმცროსი ძმა [[ტარიელ დადიანი |ტარიელი]] ([[1793]]-[[1794]]; [[1802]]) გაამთავრა. გრიგოლმა დახმარება თურქული ორიენტაციის [[აფხაზეთის სამთავრო |აფხაზ მთავარს]] [[ქელეშ-ბეგ შერვაშიძე]]ს სთხოვა. ამ უკანასკნელმა მძევლად უფროსი შვილი ლევანი და ფული მოსთხოვა, მაგრამ გრიგოლი ამ გარიგებაზე ვერ წავიდა და გადამწყვეტ მომენტში დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამ ნაბიჯით გრიგოლ დადიანი იმერეთის მეფისაგან თავის დახსნას და სამთავროს „დამოუკიდებლობის“ გადარჩენას შეეცადა. სწორედ ამ დროს რუსეთის დიპლომატია [[კონსტანტინოპოლი |კონსტანტინოპოლში]] ოსმალეთის დაყოლიებას ცდილობდა, ეცნო რუსეთის მფარველობა ოდიშსა და იმერეთზე. დადიანის დაჟინებული თხოვნა რუსეთისათვის სწორედ რომ დროული აღმოჩნდა.
 
[[1802]] წლის 5 ოქრომბერს გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და მზაობა გამოხატა შესულიყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Дадиани к царевичу Давиду, от 5-го октября 1802 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №897, Тифлис, 1868, ст. 452-453]</ref>. გრიგოლ დადიანი იმავე წლის 20 დეკემბრის წერილში თხოვნით მიმართავს რუსეთს ან შეიყვანონ რუსეთის იმერიის მფარველობის ქვეშ, ან მისცენ უფლება ეძებოს საფარველი ოსმალეთის იმპერიაში<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Григория Дадиани к царевичу ДавидуСоколову, от 520-го октябрядекабря 1802 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №899, Тифлис, 1868, ст. 453]</ref>. რუსეთის ხელისუფლებამ ვითარება სათანადოდ შეაფასა და დადიანის თხოვნა იმერეთის მეფის დასასუსტებლად გამოიყენა. ნიშნად დადიანისადმი კეთილგანწყობისა, რუსეთის იმპერატორმა მას [[წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი]] (Орден Святого Александра Невского) გამოუგზავნა. კონსტანტინოპოლიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე, რომ იმპერატორის დავალებით, [[პავლე ციციანოვი]] მოქმედებას შეუდგა: [[1803]] ივლისში მან სამფარველო ხელშეკრულების ტექსტი შეიმუშავა და დადიანს ერთგულების ფიციც ჩამოართვა. იმავე წლის [[2 ოქტომბერი |2 ოქტომბერს]] დადიანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. დოკუმენტი ძალაში შევიდა დეკემბერში, როდესაც ოსმალეთმა ოდიში რუსეთს ოფიციალურად „დაუთმო“. მფარველობითი ხელშეკრულება, [[ალექსანდრე I (რუსეთი) |ალექსანდრე I]]-მა [[1804]] წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.
 
ხელშეკრულების თანახმად, დადიანი რუსეთისმიერ საქართველოში დანიშნულ მთავარსარდლის მორჩილი ხდებოდა; დადიანს რჩებოდა შეზღუდული თვითმმართველობის უფლება; რუს მოხელეებს შეეძლოთ სამთავროს საშინაო საქმეებში ჩარევა; სამეგრელოში რუსული სამხედრო შენაერთი უნდა ჩამდგარიყო, რომლის დაბინავებასა და მომარაგებაზე დადიანს უნდა ეზრუნა; ასეთ პირობებში უნარჩუნდებოდა გრიგოლ დადიანს „მთავრობა“, რითაც მთავარი დიდად კმაყოფილი დარჩენილა, რადგან მისი აზრით, მთავარი „მტრის“, სოლომონ II-ის შემოტევას გადაურჩა. უკვე [[1804]] წელს სამეგრელოში რუსული პოლკი ჩადგა, ზღვიდან კი [[ყულევი]]ს ნავსადგურში რუსებმა გემებით ახალი სამხედრო ძალა შემოიყვანეს. ყულევის სამხედრო ნაწილი უკვე სოლივით იყო შემოჭრილი ოსმალთა გარნიზონებით შავი ზღვის ნაპირზე. ეს იყო რუსეთის უომრად მიღწეული დიდი გამარჯვება [[კავკასია]]ში ბატონობისათვის, რაშიც „ლომის წვლილი“ გრიგოლ დადიანს ეკუთვნოდა. იმერეთის დაპყრობა უკვე დროის საქმე იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_დადიანი“-დან