სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 139:
1730 თურქებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის დასამორჩილებლად დიდი ლაშქრობა დაიწყეს ფოთიდან. ოდიშის მთავარმა [[ოტია დადიანი|ოტია დადიანმა]] ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თურქებმა დალაშქრეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დაწვეს ილორის ეკლესია და აფხაზეთში გადავიდნენ. მალე აქ ანტიოსმალურმა აჯანყებამ იფეთქა და თურქთა ლაშქრობა ჩაიშალა. თურქებმა ვერ მოახერხეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გადაქცევა თავის პროვინციად და აქ ქართული მმართველობის მოსპობა. 1730 ოსმალეთა ლაშქრობაში იმერეთის მეფის [[ალექსანდრე V|ალექსანდრე V-ის]] მონაწილეობამ ძალზე გაამწვავა ურთიერთობა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებში აღდგა. ოტია დადიანმა თავისი ქალიშვილი მიათხოვა [[სოლომონ I|სოლომონ I-სა]] და იმერეთის სამეფოსთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. 1757 სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო მონაწილეობას იღებდა ოსმალთა წინააღმდეგ [[ხრესილის ბრძოლა]]ში. 1769—1772 რუსეთის კორპუსის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის დროს [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანს]] ორჭოფული პოზიცია ეკავა, თუმცა რუსეთის ლაშქარს დახმარებას უწევდა. ამ წლებში თურქებმა მიატოვეს ანაკლიისა და რუხის ციხეები, რომლებიც ოდიშის მთავართა ხელში გადავიდა. 1779 აფხაზმა ფეოდალებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა რუხთან. ოდიშის ლაშქარს ეხმარებოდა სოლომონ I. ბრძოლა მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდა.
XVIII საუკუნის მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო [[სოლომონ II|სოლომონ II-მ ]]<nowiki/>გრიგოლ დადიანს ჯერ [[მანუჩარ II დადიანი]] დაუპირისპირა, ხოლო [[1795]]-იდან სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმებას შეეცადა. [[1802]] წლის 5 ოქრომბერს გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და მზაობა გამოხატა შესულიყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Дадиани к царевичу Давиду, от 5-го октября 1802 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II,
==სოციალ-ეკონომიკური წყობა==
|