სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 139:
1730 თურქებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის დასამორჩილებლად დიდი ლაშქრობა დაიწყეს ფოთიდან. ოდიშის მთავარმა [[ოტია დადიანი|ოტია დადიანმა]] ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თურქებმა დალაშქრეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო დაწვეს ილორის ეკლესია და აფხაზეთში გადავიდნენ. მალე აქ ანტიოსმალურმა აჯანყებამ იფეთქა და თურქთა ლაშქრობა ჩაიშალა. თურქებმა ვერ მოახერხეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გადაქცევა თავის პროვინციად და აქ ქართული მმართველობის მოსპობა. 1730 ოსმალეთა ლაშქრობაში იმერეთის მეფის [[ალექსანდრე V|ალექსანდრე V-ის]] მონაწილეობამ ძალზე გაამწვავა ურთიერთობა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებში აღდგა. ოტია დადიანმა თავისი ქალიშვილი მიათხოვა [[სოლომონ I|სოლომონ I-სა]] და იმერეთის სამეფოსთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. 1757 სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო მონაწილეობას იღებდა ოსმალთა წინააღმდეგ [[ხრესილის ბრძოლა]]ში. 1769—1772 რუსეთის კორპუსის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის დროს [[კაცია II დადიანი|კაცია II დადიანს]] ორჭოფული პოზიცია ეკავა, თუმცა რუსეთის ლაშქარს დახმარებას უწევდა. ამ წლებში თურქებმა მიატოვეს ანაკლიისა და რუხის ციხეები, რომლებიც ოდიშის მთავართა ხელში გადავიდა. 1779 აფხაზმა ფეოდალებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა რუხთან. ოდიშის ლაშქარს ეხმარებოდა სოლომონ I. ბრძოლა მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდა.
 
XVIII საუკუნის მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო [[სოლომონ II|სოლომონ II-მ ]]<nowiki/>გრიგოლ დადიანს ჯერ [[მანუჩარ II დადიანი]] დაუპირისპირა, ხოლო [[1795]]-იდან სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს გაუქმებას შეეცადა. [[1802]] წლის 5 ოქრომბერს გრიგოლ დადიანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას და მზაობა გამოხატა შესულიყო რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ<ref>სდსდ[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_02.djvu Письмо кн. Дадиани к царевичу Давиду, от 5-го октября 1802 года. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. II, №1046, Тифлис, 1868, ст. 452-453]</ref>. 1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს. [[1804]] წლის 4 ივლისს თხოვნა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა და სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლოპბაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით. 1804 წლის ოქტომბერში სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში ზღვით რუსეთის ერთი პოლკი შეიყვანეს და სამთავროს რამდენიმე პუნქტში გაანაწილეს. რუსეთის ხელისუფლების დახმარებით უკვე [[1804]] სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს დაუბრუნდა ლეჩხუმის დიდი ნაწილი. [[1810]], [[იმერეთის სამეფო]]ს გაუქმების შემდეგ კი — ამ პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც იმერეთის მეფეს ჰქონდა დასაკუთრებული. [[1813]] ლევან დადიანმა სამურზაყანო დაუმორჩილა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს. 1840 რუსეთის ხელისუფლებამ ეს მხარე ჩამოართვა ოდიშის მთავარს და თავის უშუალო განმგებლობაში შეიყვანა. ოდიშის მთავარმა ამის სანაცვლოდ ვერცხლით 25 ათასი მანეთის კომპენსაცია მიიღო. 1853 გარდაიცვალა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი. ნიკოლოზ I-მა 1853 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით უდლისწულის სრულწლოვანებამდე სამთავროს მმართველად დანიშნა დედოფალი ეკატერინე დადიანი. ყირიმის ომის დროს, 1854 წლის ივლისში თურქებმა დაიკავეს ყულევის ნავსადგური, ხოლო [[1855]] წლის 25 ოქტომბერში თურქები ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავროს დიდი ნაწილი განთავისუფლდა თურქებისაგან, ხოლო [[1856]] წლის თებერვალში თურქებმა მთლიანად დატოვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო. ყირიმის ომმა (1853—1856) დიდი ზარალი მიაყენა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ეკონომიკას. გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხების ექსპლოატაციის გაზრდით შეეცადა. ამას კი [[სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857|სამეგრელოს გლეხთა აჯანყება]] მოჰყვა. სამთავრო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალებით აჯანყების ჩაქრობა და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა დახმარება. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა და 1857 წლის 8 სექტემბერს დებულების თანახმად, იქ რუსეთის მმართველობა დააწესა. 1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II ბრძანებულებით სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფორმალურადაც გაუქმდა. სამთავროს ტერიტორია [[ზუგდიდის მაზრა|ზუგდიდის]], [[სენაკის მაზრა|სენაკისა]] და [[ლეჩხუმის მაზრა|ლეჩხუმის]] მაზრების სახით შევიდა [[ქუთაისის გუბერნია]]ში.
 
==სოციალ-ეკონომიკური წყობა==