თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
178.134.193.243-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 25:
[[იოანე ბატონიშვილი]]ს ცნობით, მათი წინაპარი იყო ვინმე „თადგირ“, ბუზმუნიელთა თავადი [[ვანის პროვინცია|ვანის]] მხარეს, 1211 წელს, რომლებიც [[ახალციხე]]ში მოვიდნენ. ეს ცნობა სარწმუნოდ არ მიიჩნევა გარდა იმ ნაწილისა, რომლის მიხედვითაც გვარი მისი მამათავრის, თადგირის სახელიდან მომდინარეობს. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მიხედვით თავდგირიძეების თავდაპირველი საცხოვრისი [[სამცხე-საათაბაგო]]ში იყო. ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „სახელოვანნი თავადნი სამცხე-საათაბაგოსა“. გვარის პირველი წარმომადგენლები არიან ფოცხუერ თავდგირიძე (XIV ს.) და ამირა თავდგირიძე (XV ს.)
 
==ისტორია==
სამცხე-საათაბაგოს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] დაპყრობის შემდეგ, XVII საუკუნის შუა წლებში თავდგირიძეები გადავიდნენ [[გურია]]ში. გურიაში დამკვიდრებულ თავდგირიძეებს შორის პირველები არიან მირზაბეგ და გიორგი თავდგირიძეები. თავდგირიძეებს სჭირდებოდათ მთავრის ხელისუფლების კეთილგანწყობა. ისინი მალე დაწინაურდნენ. გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს ასული დარეჯანი. [[გიორგი III გურიელი|გიორგი III გურიელმა]] კი მიზარბეგ თავდგირიძეს უბოძა [[მაჭუტაძეები]]ს და მელიმონაძეების ბეითალმანი მამულები, თითქმის მთელი ქვემო გურია: [[აჭყვისთავი]], [[ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ჭახათი]], [[ჩაქვი]], [[ქობულეთი]], ასევე [[აცანა]]. გიორგი III-მ მირზაბეგ თავდგირიძეს აევე მისცა [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესობა]]. ამის შემდეგ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, [[გურიის სამთავრო]]ში ბოქაულთუხუცესის თანამდებობას თავდგირიძეები მემკვიდრეობით იღებდნენ. XVII საუკუნის ბოლოს თავდგირიძეებს ეჭირათ მთელი [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]] მისი საწმყსოთი, [[ბათუმი]] და [[გონიო]]. 1772 წელს [[იოჰან გიულდენშტედტი]]ს ცნობით თავდგირიძეები ფლობდნენ [[ქობულეთი|ქობულეთსა]] და [[ალამბარი|ალამბარს]]. ალამბარში მათ ჰქონდათ საგვარეულო ციხე-სიმაგრე [[მამუკას ციხე]]. თავდგირიძეებმა მალევე დაარღვიეს გურიელებისადმი ვასალური ერთგულების პირობა, რის გამოც მთავარმა მათ ბათუმის მხარე ჩამოართვა და თავის სახასოდ განაწესა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავდგირიძეთა სახლის ორმა წარმომადგენელმა [[ისლამი]] მიიღო და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] დახმარებით დაესაკუთრა ბათუმს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს [[სანჯაყი]] და [[ნაჰიე]]: ბათუმი, გონიო, [[ანარია (მთა)|ანარია]], ქისატური, [[ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[ყოროლისთავი]], [[სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)|სამება]], ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე [[ჭოროხი|ჭოროხში]] მცურავი ნავის ბაჟი. დაიწყო დაპირისპირება მართლმადიდებელ და მუსლიმ თავდგირიძეებს შორის, რამაც ოსმალეთს კიდევ უფრო გაუადვილა ქვემო გურიის დაპყრობა.
 
გიორგი თავდგირიძის შემდეგ თავდგირიძეთა ფეოდალური სახლის ქრისტიანულ შტროს მეთაურობდა გიორგის ძე, მამუკა. მამუკა თავდგირიძე დაუკავშირდა [[სოლომონ I]]-ს, რომელიც აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ, და ცოლად შეირთო მისი და. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს მამუკა თავდგირიძე სოლომონ I-სა და რუსეთის ჯარს ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. მან აცნობა სოლომონს 1770 წელს ოსმალეთის 6000-იანი ჯარის მოძრაობა ბათუმიდან ფოთისკენ. ამ ინფორმაციის ფლობამ გადაარჩინა რუსეთის ჯარი, რომელიც [[ფოთი]]ს ალყას ახორციელებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან