იეთიმ გურჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
იეთიმ გურჯი ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა [[დაირა|დაირის]], ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა.
 
[[1905]]-[[1907]] წლებში იეთიმ გურჯი [[ბაქო]]ს [[ნავთობი]]ს სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. ის [[1895]] წლიდან თხზავდა ლექსებს [[ქართ.|ქართულ]], [[სომხ.|სომხურ]] და [[აზერბ.|აზერბაიჯანულ]] ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა „ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა „ახალი მგოსანი და სიმღერები"სიმღერები“ — [[1911]] წელს, „იეთიმის ახალი ლექსები"ლექსები“ — [[1913]], „ტანგო"„ტანგო“ — [[1914]] და სხვა. [[1928]] წელს [[გრიშაშვილი, იოსებ|იოსებ გრიშაშვილმა]], ხოლო [[1958]] წელს [[თევზაძე, ანდრო|ანდრო თევზაძემ]] გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები"ლექსები“.
 
იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად [[სიმღერა|სიმღერების]] სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური [[ბოჰემა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეთიმ_გურჯი“-დან