საქართველოს საეგზარქოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ისტორია==
1783 წელს დადებული [[გეორგიევსკის ტრაქტატი]]თ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთის ეკლესიის [[სინოდი]]ს წევრად გამოცხადდა. 1801 წელს [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს შეერთების შემდეგ [[რუსეთის იმპერია]]ს უნდოდა გადაეწყვიტა საქართველოს ეკლესიის რეორგანიზების საკითხი. იმავე წლის თებერვალში კათოლიკოს პატრიარქ ანტონ II-საგან კარლ კნორინგმა გამოითხოვა საქართველოს ეკლესიის დეტალური მდგომარეობა. ანტონ II-ის აღწერით იმჟამად ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე არსებობდა: ქართლში სამთავროს, ტფილისის, რუისის, წილკანის სამიტროპოლიტოები, მანგლისის სამთავარეპისკოპოსო, და ურბნისის, სამთავისისა და ნიქოზის საეპისკოპოსოები; კახეთში კი ალავერდის, ბოდბის და ნინოწმინდის სამიტროპოლიტოები, რუსთავის სამთავარეპისკოპოსო და ნეკრესისა და ხარჭაშნელის საეპისკოპოსოები<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_01.djvu Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. I, Тифлис, 1866, ст. 530]</ref>.
 
იმპერიის ხელისუფლებამ დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქ [[ანტონ II]]-ის შევიწროება. 1810 წლის 3 ნოემბერს ის იძულებული გახდა პეტერბურგში ჩასულიყო. ანტონ II-ს უკან დაბრუნების უფლება არ მისცეს. [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-მა რუსეთის ეკლესიის სინოდის ობერპროკურორს და საქართველოს მთავარმართებელ [[ალექსანდრ ტორმასოვი|ალექსანდრ ტორმასოვს]] დაავალა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის საკითხის გადაწყვეტა. ტორმასოვმა ალექსანდრე გოლიცინთან და არქიეპისკოპოს [[ვარლამი (ერისთავი)|ვარლამთან]] ერთად მოახდინეს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზება. გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია და ის ჩამოყალიბდა, როგორც რუსეთის ეკლესიის საეგზარქოსო. ეგზარქოსად დაინიშნა ეპისკოპოსი ვარლამი. ეპარქიების რიცხვი შემცირდა ორამდე: მცხეთა-ქაღტლისა და ალავერდ-კახეთისა. ეკლესიის ქონება ხაზინას გადაეცა. ქალაქებში შეიზღუდა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა. ტორმასოვის რეფორმა 1811 წლის 30 ივნისს დამტკიცდა.