კავკასიის არქეოგრაფიული კომისია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''კავკასიის არქეოგრაფიული კომისია''' ({{lang-ru|Кавказская археографическая комиссия}}) — [[რუსეთის იმპერიის სამეცნიერო ორგანიზაცია 1864]]-1917 წელსწლებში. დაარსდა [[თბილისი|თბილისში]] [[კავკასია|კავკასიის]] მეფისნაცვლის მთავარი მმართველობისსამმართველოს უფროსის ბარონ [[ალექსანდრე ნიკოლაი]]ს ინიციატივით. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის დანიშნულება იყო შეეკრიბა, შეესწავლა და გამოსაცემად მოემზადებინა კავკასიის უმაღლესი მმართველობის არქივის მასალა, რომელსაც უნდა წარმოედგინა კავკასიაში [[რუსეთი]]ს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მფლობელობის ისტორია. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის განკარგულებაში იყო არქივმცოდნეების მთელი შტატი, რომელიც თავს უყრიდა და სწავლობდა ისტორიულ მნიშვნელობის საქმეებს. საარქივო მასალის მოწესრიგება ჯერ კიდევ [[1843]] წელს დაევალა საქართველოს მთავარმართებლის გენერალ [[ალექსანდრ ნეიდგარდტი]]ს განკარგულებით შედეგენილ კომისიას. კავკასიის არქეოგრაფიულმა კომისიამ 20 წლის შემდეგ უკვე მოწესრიგებული არქივი ჩაიბარა და გამოსაცემად ძირითადად მეფის რუსეთის მფლობელობის დადებითი მხარეების ამსახველი მასალა შეარჩია. ამგვარი მუშაობის შედეგად ბევრი საყურადღებო დოკუმენტი ვერ მოხვდა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მიერ გამოსაცემად შერჩეულ აქტებში, მაგრამ ის, რაც გამოიცა, დიდმნიშვნელოვანია კავკასიის ისტორიისათვის. კავკასიის არქეოგრაფიული კომისიამ გამოსცა 12 ტომი. კომისიის მუშაობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით კომისიის პირველ თავმჯდომარეს [[ადოლფ ბერჟე]]ს და პირველ მუდმივ წევს [[ნიკოლოზ ბერძნიშვილი|ნ. ბერძნიშვილს]] (ბერძენოვი).
 
==იხილეთ აგრეთვე==