აბდულა თალიბზადე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''აბდულა შაიგი თალიბზადე''' (დ. [[24 თებერვალი]] [[1881]], [[თბილისი]] — გ. [[24 ივლისი]] [[1959]], [[ბაქო]]) — [[აზერბაიჯანელები|აზერბაიჯანელი]] მწერალი. დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. [[1901]] წლიდან ცხოვრობდა [[ბაქო]]ში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედების ადრინდელი პერიოდი აღმოსავლური ლიტერატურის ტრადიციებითაა შემოსაზღვრული, მოგვიანებით პროგრესული რომანრიზმის მიმდევარი იყო. მნიშვნელოვანია აბდულა თალიბზადეს მოთხრობები „უბედური ოჯახი“, „წერილმა ვერ მოაღწია“, „ლამაზი გაზაფხული“ (1912-1913); რომანი „არაზი“ (1940), დრამატული ნაწარმოებები: „ელვა“ (1927), „ხასაი“ (1937), „ხალხის შვილი“ (1939), „სამშობლო“ (1942) და სხვა. პიესების დიდი ნაწილი დაწერილია მოზარდთა თეატრისათვის. აბდულა თალიბზადემ თარგმნა [[ნიზამი]]ს „[[ისქანდერნამე]]ს“ ნაწილი („წიგნი დიდებისა“), შექსპირის „მაკბეთი“, პუშკინის, კრილოვის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.
 
== ბიოგრაფია ==
აბდულა შაიგი 1881 წლის 24 თებერვალში [[თბილისი|თბილისში]], სულიერი პირის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო ტიფლისის საქალაქო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ აბდულა შაიგი ოჯახთან ერთად გადავიდა ხორასანში ([[ირანი|ირანში]]). ხორასანში მან გააგრძელა თავისი სწავლა-განათლება. ამ ხნის განმავლობაში შაიგმა შეისწავლა სპარსული და არაბული ენები, აღმოსავლური ლიტერატურა. ირანში დაახლოებით რვა წლის გატარების შემდეგ აბდულა შაიგი დაბრუნდა ტიფლისში და რაღაც პერიოდის შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა.{{sfn|Abdulla Şaiq Biblioqrafiya|2016|p=7}}<ref name="anl">Nadir Ismayilov. Sima Ismayilova [http://www.anl.az/down/meqale/525/2018/yanvar/573817.htm Abdulla Şaiq biblioqrafik göstəricisi haqqında qeydlər] 525-ci qəzet.</ref>
 
ბაქოში გადასვლის შემდეგ თვითგანათლების გზით შეისწავლა რუსული ენა და აზერბაიჯანულ-რუსული სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე ჩააბარა გამოცდა. საკუთარ პედაგოგიურ მოღვაწეობას ა. შაიგი ლიტერატურულ შემოქმედებასთან ათავსებდა. აბდულა შაიგი საკუთარი შემოქმედების ადრეულ პერიოდში ქმნიდა მუშებისა და გლეხების რეალური ცხოვრების გამომხატველ მოთხრობებსა და ლექსებს. მისი მოთხრობა «წერილმა ვერ მიაღწია» ხაზს უსმევს ბაქოელი მუშის ცხოვრების უპერსპექტივობას, რომელიც შემოსავლისათვის ირანიდან ბაქოში წავიდა სამუშაოს საძებრად და ნავთობის ჭაში დაიღუპა.<ref name="clb"></ref>
 
შაიგი ცნობილია, როგორც პირველი საბავშვო მწერალი აზერბაიჯანში. მისი ლექსების ფორმით შექმნილი ზღაპრები («ტიკ-ტიკ-ხანუმა», «კარგი მეგობარი», «კალაბოკი» და ა. შ.), დრამატურგიული სცენები («კარგი გაზაფხული», «ჩაბანი» და სხვ.), იყო და არის საყვარელი ნაწარმოებები აზერბაიჯანელი მოსწავლეებისათვის.<ref>''Дадашзаде М. А.'' История Азербайджанской литературы. — Маариф, 1987.</ref>.
 
 
== ლიტერატურა ==