ნისკარტმარწუხა (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(წაიშალა კატეგორია:მთიულასებრნი გაჯეტ HotCat-ით)
 
| fw = 161534
}}
'''ნისკარტმარწუხა''' ({{lang-la|Loxia}}) — [[ფრინველები|ფრინველთა]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[მთიულასებრნი|მთიულასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მათი სხეულის სიგრძეა 20 [[სმ]], იწონიან 30–58 [[გრამი|გ]]-ს. მათი ნისკარტის ზედა და ქვედა ბოლოები გადაჯვარედინებულია, რასაც იყენებს [[ნაძვი|ნაძვის]], [[ფიჭვი|ფიჭვისა]] და სხვა [[წიწვოვნები|წიწვოვნების]] გირჩიდან თესლის ამოსაღებად. მამალი შეფერილია მოწითალოდ, დედალი და ახალგაზრდა — მომწვანო.<ref name="დსე">{{დსე წიგნი |სათაური=061880Клесты|ტომი=12}}</ref>
 
აერთიანებს 6 სახეობას:<ref name=ioc>{{cite web| editor1-last=Gill | editor1-first=Frank | editor2-last=Donsker | editor2-first=David | title=Finches, euphonias | work= World Bird List Version 5.2| url=http://www.worldbirdnames.org/bow/finches/ | publisher=International Ornithologists' Union| accessdate=5 June 2015 }}</ref> 1) [[ნისკარტმარწუხა]] (L. curvirostra) გავრცელებულია [[ევროპა|ევროპის]], ჩრდილო-დასავლეთი [[აფრიკა|აფრიკის]], [[ჩრდილოეთი აზია|ჩრდილოეთ]] და [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]], [[ფილიპინები|ფილიპინების]], [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ]] და [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური ამერიკის]] (სამხრეთით გვატემალამდე) [[წიწვოვანი ტყეები|წიწვოვან ტყეებში]]; 2) [[ფრთათეთრი ნისკარტმარწუხა]] (L. leucoptera) ბინადრობს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში; 3) [[მეფიჭვია ნისკარტმარწუხა]] (L. pityopsittacus) გავრცელებულია [[ჩრდილოეთი ევროპა|ჩრდილოეთ ევროპის]] ([[შოტლანდია|შოტლანდიიდან]] [[ურალის მთები|ურალამდე]]) [[ფიჭვი|ფიჭვის]] ტყეებში; 4) [[შოტლანდიური ნისკარტმარწუხა]] (L. scotica) გვხვდება მხოლოდ [[კალედონიის ტყე|კალედონიის ტყეში]]; 5) [[ისპანიოლური ნისკარტმარწუხა]] (L. megaplaga) გავრცელებულია მხოლოდ კუნძულ [[ჰაიტი (კუნძული)|ჰაიტზე]] და 6) [[კასიის ნისკარტმარწუხა]] (L. sinesciuris) გვხვდება [[აიდაჰოს შტატი|აიდაჰოს შტატში]], სახეობად გამოიყო [[2009]] წელს. ზოგჯერ ცალკე სახეობად გამოყოფენ ციმბირულ ნისკარტმარწუხას.