ოსები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.76.227.131-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა ეთნიკური ჯგუფი
|ჯგუფი = ოსები
|მოსახლეობა = დაახ. 700 ათ.<ref>[http://www.krskstate.ru/society/nations/etnoatlas/0/etno_id/110 Этноатлас: Осетины].</ref>
|სურათი = [[ფაილი:Ossetian mosaic.jpg|290px]]
|სურათის_წარწერა = <small>მარცხნიდან მარჯვნივ</small>:[[კოსტა ხეთაგუროვი]] • [[გიორგი გაზდანოვი]] •[[არსენ კოცოევი]] • [[ვასილ აბაევი]] • [[გრიგორი ტოკატი]] • [[ვალერი გერგიევი]] • [[ვერონიკა დუდაროვა]] • [[არტურ ტაიმაზოვი]]
|რეგიონი1 = {{RUS}}
|მოს1 = 514,9 ათ.
|რეგიონი2 = {{დროშა|საქართველო}}<br />([[ცხინვალის რეგიონი]])
|მოს2 = 38,028<ref>[http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/census/2002/I%20tomi%20-%20saqarTvelos%20mosaxleobis%202002%20wlis%20pirveli%20erovnuli%20sayovelTao%20aRweris%20Sedegebi.pdf საქართველოს მუდმივი მოსახლეობა ცალკეული ეროვნებების მიხედვით]</ref>
|ენები = [[ოსური ენა|ოსური]]
|რელიგიები = [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლები]], [[სუნიზმი|სუნიტი მუსლიმანები]]
}}
'''ოსები''' (საკუთარი სახელწოდება'' ირონი'', ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთში ''დიგორონი'') — ერი [[კავკასია]]ში. საერთო რაოდენობა 700 ათასი, მათ შორის 445,3 ათასი ცხოვრობს [[რუსეთი|რუსეთის ფედერაციის]] [[ჩრდილოეთი ოსეთი|ჩრდილოეთ ოსეთის]] რესპუბლიკაში ([[2002]] აღწერის მიხედვით).
 
ლაპარაკობენ [[ოსური ენა|ოსურ ენაზე]], რომელიც შედგება ირონული, დიგორული, დვალური (თუალაგ) და მაღრანდვალური (ურს-თუალთა) დიალექტებისაგან და განეკუთვნება [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენათა]] ოჯახის ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ჯგუფს. ოსების რუსული და ევროპული სახელწოდება ქართული „ოსიდან“ („ოვსი“) მომდინარეობს.
 
==ეთნოგენეზი==
ხაზი 27:
ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციის უძველეს დროდ, III-IV ან VI-VII საუკუნეებს მიიჩნევდა, სხვა მეცნიერები კი ამ მოვლენას ჩრდილო კავკასიაში [[მონღოლები|მონღოლთა]] გაბატონებას უკავშირებენ. იყო ცდა, ოსური გვარების გენეალოგიებზე დაყრდნობით მათი მიგრაცია XV-XVI სს-ით განესაზღვრათ. ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ [[ქართლი]]ს მთიანეთში ოსების დასახლება ძირითადად XVII საუკუნეში მოხდა, ხოლო [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]] მიგრაცია მიმდინარეობდა XVIII საუკუნეში. თანდათანობით კომპაქტური დასახლებები გაჩნდა [[დვალეთი|დვალეთში]], მდინარეების [[ლიახვი]]სა და [[ქსანი|ქსნის]] ხეობებში, თუმცა ოსების დიდი ნაწილი დისპერსულად განსახლდა მთელ საქართველოში.
 
XIII საუკუნემდე, ალან ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით სამხედრო დაპირისპირებაში იყო გამოხატული. მდგომარეობა შეიცვალა დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი გიორგი III ის მეფობის პერიოდიდან, როდესაც ოვსები საქართველოს ყმადნაფიცები უნდა გამხდარიყვნენ. იყო ასევე დინასტიური ქორწინებებიც, რაც ხელს უწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებას, მაგრამ მასობრივი ოსური მიგრაციები წყაროებში არ ფიქსირდება. ქართული წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით ულუს მეფობის პერიოდში მომხდარა, როდესაც ბექა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია. 1293 წელს როდესაც დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის აოხრება და რბევა, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან. [[გიორგი ბრწყინვალე]]მ ოსთა წინააღმდეგ საგანგებო ზომები მიიღო: ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა და ისინი ქართლში აღარ დასტოვა. [[ზაქარია ჭიჭინაძე|ზაქაარიაზაქარია ჭიჭინაძის]] აზრით ოსების ჩამოსახლება მე-16XVI საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მოუსავლიანი წელი ზედიზედ დაემთხვა და შიმშილობისა და მოუსავლიანობასთან თავის არიდების მიზნით მათი ერთი ნაწილი საქართველოს (ქართლს) შემოეხიზნა.
 
ქართული ფეოდალური საზოგადოების თითოეული კლასი თუ ფენა თავისი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა პოზიციებიდან უდგებოდა ოსთა დასახლების საკითხს. მეფეს მათი საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, თუ ისინი მას ემსახურებოდნენ. მეფეს შეეძლო ოსები თავისი ძალაუფლების განმტკიცებისათვის გამოეყენებინა, დაეპირისპირებინა ისინი მსხვილი ფეოდალებისთვის. ოსები ამ მხრივ მეფისათვის საიმედო დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც თავადაც საჭიროებდნენ მფარველს. ასეთი მფარველი კი შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ სამეფო ხელისუფლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, ორივე მხრიდან ამა თუ იმ საზოგადოებრივი ჯგუფის ან კლასის ინტერესებიც იცვლებოდა სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მაგ. თუ საქართველოში გადმოსახლებული ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფეს ერთგულებდა, მისი ძმა [[ბაყათარი]] XIII საუკუნის მიწურულს და XIV-ს დამდეგს აქტიურ საქმიანობას აჩაღებდა ქართლში ოსთა სამოქმედო არეალის გასაფართოებლად. იგი მოხერხებულად სარგებლობდა ერთი მხრივ, მონღოლებსა და დავით მეფეს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით, მეორე მხრივ კი ქართულ ფეოდალურ წრეებს შორის არსებული წინააღმდეგობით.
ხაზი 35:
XVIII ს-ის მთელ მანძილზე ოსები შიდა ქართლის მთისწინეთში ფაქტობრივად არსად ცხოვრობდნენ. ოსთა მიერ შიდა ქართლის მთისწინეთის სოფლებში (უფრო ხშირად ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში. XVIII ს-ის დასასრულსა და XIX ს-ის დასაწყისში ოსები იკავებენ პატარა ლიახვის ხეობის მთისწინეთის მნიშვნელოვან მონაკვეთს.
 
დასავლეთ საქართველოში ოსური მოსახლეობის ინფილტრაციის საკითხებს შეეხო ქართველი ეთნოლოგი, გ. ჩიქოვანი. იგი საველე ეთნოგრაფიული მასალის, სპეციალური ლიტერატურისა და საარქივო მონაცემების შეჯერების საფუძველზე შეეცადა, გარკვეული წარემოდგენა შეექმნა რაჭაში ოსების დასახლების პერიოდის, მარშუტების, მათი საზოგადოებრივი ცხოვრების და ქართულ-ოსური ურთიერთობის ასპექტებზე. ჩიქოვანი ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ზემო რაჭის ტერიტორიაზე, ოსთა ჩასახლების ორი გზა და მეთოდი არსებობდა: თვითნებური, როდესაც ჩრდ. ოსეთის მამისონის ხეობიდან, ასევე დასავლეთ საქართველოს კუდაროს მხრიდან გადასულმა ოსებმა აითვისეს მდ. [[ჭანჭახი (მდინარე)|ჭანჭახისა]]სა და [[ღარულა]]ს სათავეები და დააარსეს სოფლები [[ღურშევი]] (დაახლოებით მე-19XIX ს. 20-იან წლებში) და კვაჟა//კოზი (მე-20XX საუკუნის დასაწყისში) და მეორე, კუდაროელი ოსები იჯარით იღებდნენ მიწას ქართველი აზნაურებისაგან; თანდათანობით ფეხს იკიდებდნენ მდ. სონტარულის ხეობის სათავეებში, რის შედეგადაც დაარსდა ორი ოსური სოფელი [[გადამში]] და [[ჭვებერი]] (მე-20XX ს-ისსაუკუნის დასაწყისი).
 
ოსური მოსახლეობის ქართულ მთიანეთში დამკვიდრების პროცესი, ზოგჯერ ერთგავარ შუალედურ ეტაპადაც გვევლინება, მათი საქართველოს ბარის რეგიონებში შემდგომი სვლისათვის. 1886 წ. კუდაროს ხეობაში აღრიცხული იყო 281 ოჯახი, თუმცა აქ ოსური ოჯახების რიცხვი ძალიან ცვალებადი იყო, მათი ერთი ნაწილი მალევე ტოვებდა ამ ადგილებს და მიდიოდა საქართველოს სხვა ადგილებში, ხოლო ოსური მოსახლეობა ივსებოდა ჩრდილოეთიდან მიგრირებულთა ხარჯზე.
ხაზი 42:
 
== ფოტოგალერეა ==
 
<center><gallery>
სურათი:Osetino komXXjc.jpg|ოსი ქალი ტრადიციულ ტანსაცმელში (XX საუკუნის დასაწყისში)
სურათი:Osetia woman working.jpg|მუშაკი ქალები(XIX საუკუნე)
სურათი:Ramonov vano ossetin northern caucasia dress 18 century.jpg|ვანო რამონოვი (XIX საუკუნე)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსები“-დან