ზურაბ ტატაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი
| ფოტო = Zurab tatashidze.jpg}}
'''ზურაბ კონსტანტინეს ძე ტატაშიძე''' (დ. [[24 სექტემბერი]] [[1928]], ქალაქი [[საჩხერე]] ― გ. [[12 ივნისი]] [[2011]]) ― [[ქართველები|ქართველი]] [[გეოგრაფი]]. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), [[პროფესორი]] (1979). [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[წევრ-კორესპონდენტი]] (1997). [[ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი]]ს დირექტორი (1992–2006), საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1998–2004). სხვადასხვა დროს მუშაობდა [[გორის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს უფროს მასწავლებადმასწავლებლად (1954–57), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958–60), [[თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი]]ს უფროს მასწავლებალად (1958–59), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის განყოფილების გამგედ (1975–90), [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგედ (1983–93), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრმლად (1990–93). დიდია მისი ღვაწლი საქართველოს მაღალმთიანი კარსტული მღვიმეების კვლევაში. გამართლდა ტატაშიძის არაერთგზის გამოთქმული მოსაზრება [[საქართველო]]ს მაღალმთიან კირქვულ მასივებზე ზეღრმა კარსტული [[მღვიმე]]ების არსებობის შესახებ.
 
მოღვაწეობდა გეომორფოლოგია-კარსტოლოგია-სპელეოლოგიის დარგში. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში ძირითადი ადგილი ეკავა საქართველოსა, და, საერთოდ მთიანი ქვეყნების კარსტის პრობლემების კვლევას; მისმა ნაშრომებმა არსბითად განსაზღვრეს საქართველოს ახალი, პერსპექტიული სამენციერო მიმართულების - მღვიმეთმცოდნეობის დაფუძნება. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით საქართველოში აღმოჩენლი და შესწავლილი მღვიმეებიდან, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს ახალი ათონის, მჭიშთის, წყალტუბოსა და სხვა უნიკალური მღვიმური სისტემები.
 
ზურაბ ტატაშიძე ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (თანაავტ., 1966), „ახალი ათონის მღვიმე“ (1975), „საქართველოს კარსტული მღვიმეები“ (რუსულ ენაზე, 1976), „ახალი ათონის მღვიმური სისტემა“ (რუსულ ენაზე, 1983), „ბზიფის მასივის კარსტი და მღვიმეები“ (1989), „ვახუშტი ბაგრატიონი დიდი მეცნიერი და მამულიშვილი 300“ (თანაავტ., 1997), „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (2009) და სხვა.
 
ზურაბ ტატაშიძე 600-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის, მათ შორის 30-მდე მონოგრაფიის ავტორია. დიდია ზურაბ ტატაშიძის ღვაწლი საქართველოს მაღალმთიანი კარსტული მღვიმეების კვლევაში. გამართლდა ტატაშიძის არაერთგზის გამოთქმული მოსაზრება [[საქართველო]]ს მაღალმთიან კირქვულ მასივებზე ზეღრმა კარსტული [[მღვიმე]]ების არსებობის შესახებ.
 
== ბიოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ტატაშიძე“-დან