ცილიანშანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
 
ხაზი 20:
}}
'''ცილიანშანი''', '''რიხტჰოფენის ქედი''' — ქედი [[ჩინეთი|ჩინეთში]], [[განსუ]]სა და [[ცინხაი]]ს საზღვარზე. წარმოადგენს [[ნანშანი|ნანშანის მთათა სისტემის]] ჩრდილოეთ შტოს. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 500 კმ-ზე. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 5808 მ (მთა [[გუანძეფინი]]).<ref>[http://peakbagger.com/peak.aspx?pid=14100 Kangze'gyai, China // Peabagger.com]</ref> ქედი ასიმეტრიულია: ჩრდილო კალთის სიგრძეა 40 კმ, მისი შეფარდებითი ამაღლება [[ხესის კორიდორი|ხესის კორიდორზე]] 4500 მ-მდეა; სამხრეთი კალთის სიგრძე 12-15 კმ-ია, ხოლო შეფარდებითი სიმაღლე 2500 მ-მდე. თხემი ვეებერთელაა, მისი საშუალო სიმაღლეა დაახლოებით 5000 მ; უღელტეხილების სიმაღლეა 3500-4500 მ. ჩრდილოეთით გადაჭიმულია [[გობის უდაბნო]]. თხემურ ზონაში არის დაახლოებით 770 [[მყინვარი]], რომელთა საერთო ფართობია 325 კმ². გაჭრილია მდინარეების [[შულეხე]]სა და [[ხეიხე]]ს გამჭოლი ხეობებით. ცილიანშანის დადაბლებულ ნაწილში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 3260 მ სიმაღლეზე მდებარეობს დიდი ტბა [[კუკუნორი]]. ძირითადად აგებულია [[ფიქალი|ფიქლებით]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებითა]] და [[კირქვა|კირქვებით]]. დასავლეთ ნაწილში — უდაბნოები და მშრალი სტეპებია, 4000 მ-ის მაღლა — მაღალმთიანი უდაბნოები. აღმოსავლეთ შედარებით ნოტიო ზონაში, მთის მდელოებია; ჩრდილოეთ კალთებზე წიწვოვანი ტყეა. 1860-1870 წლებში ქედი შეისწავლა გერმანელმა გეოგრაფმა [[ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი|ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენმა]]. 1894 წელს ქედი გამოიკვლია რუსმა გეოლოგმა [[ვლადიმერ ობრუჩევი|ვლადიმერ ობრუჩევმა]]. მანვე უწოდა ქედს ფერდინანდ რიხტჰოფენის სახელი.
 
==ლიტერატურა==
* Краткая географическая энциклопедия. Том 3: М., 1962.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{დსე|120990|ცილიანშანი}}
{{ბრიტანიკა|Qilian-Mountains}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცილიანშანი“-დან