მანუჩარ შარვაშიძე (სამურზაყანო): განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[1813]] წელს მანუჩარ შარვაშიძე ვინმე მეგრელმა მაჯემ კორცხელიამ მოკლა ბედიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსია არსებობს: ისტორიკოს ნ. დადიანის მიხედვით ლევან შერვაშიძის შვილი ხუტუნია და მანუჩარ შარვაშიძე, რომლებიც იყვნენ რა კვიდრი ბიძაშვილები შურდათ ერთმანეთის. იმ ღამეს როცა ვიყავით ბედიაში, ხუტუნიამ მანუჩარს კაცი მიგზავნა, რომელმაც იგი მოკლა ჩუმად ღამით მძინარე<ref>Дадиани Н. История Грузии. Тб., 1962, с. 95.</ref>; სხვა ვერსიით, მანჩარი ძალიან სასტიკად ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომებს და მონაწილეობას იღებდა ტყვეთა გაყიდვაში. შ. დ. ინალ-იფა იუწყება, რომ მანუჩარი მოიკლა გლეხის მიერ იმის გამო რომ მან ისარგებლა „პირველი ღამის უფლებით“<ref>Ш. Д.
Инал-ипа. Абхазы. – Сух., 1965, с. 469</ref>; იმავეს ადასტურებს დ. კრაევიჩი — მანუჩარი მოიკლა 1813 წელს ბედიაში, როგორც იუწყებიან ბედიელი შარვაშიძეები, ვინმე მეგრელი მაჯემ კვარაცხელიას მიერ მიყენებული შეურაცხყოფისათვის<ref>Краевич П.Д. Очерк устройства…сустройства общественно-политического быта Абхазии и Самурзакани. 1869 г. с.321</ref>.
 
მანუჩარ შარვაშიძე დაქორწინებული იყო [[გრიგოლ დადიანი]]ს ქალიშვილ ქეთევანზე, რომლისაგანაც შეეძინა ორი ვაჟი ალექსანდრე და დიმიტრი. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ მისი მცირეწლოვან შვილებზე მეურვეობა მათმა მკვიდრმა ბიძამ სამეგრელოს მთავარმა [[ლევან V დადიანი|ლევან დადიანმა]] იკისრა და უფროსის ვაჟის ალექსანდრეს სახელით ახორციელებდა რეგიონის მართვას. მას შემდეგ რაც მანუჩარის ორივე შვილი სხვადასხვა ვითარებაში (ალექსანდრე 1829 წელს, ხოლო დიმიტრი — 1832 წელს) გარდაიცვალა, ლევან დადიანი გახდა სამურზაყანოს მფლობელიც<ref>[https://www.prlib.ru/item/363881 Очерк устроиства Абхазии и Самурзакани, «Сборник сведений о кавказских горцах». Вып., III, Тифлис, 1870, ст. 23-24]</ref>.