მაისის შროშანა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მაისის შროშანა''' — მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარე სატაცუ...
(განსხვავება არ არის)

04:47, 8 მაისი 2021-ის ვერსია

მაისის შროშანა — მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. სიმაღლით 20–40 სმ-ია. აქვს მხოხავი და გრძელი ფესურა. სიფრიფანა და თეთრი ფერის ქვედა ფოთლები. მწვანე, მოგრძოკვერცხისებური ან ელიფსურლანცეტა ღეროსეული ფოთოლი. თეთრი, ზოგჯერ შიგნიდან იისფერზოლებიანი, სურნელოვანი, ზარისებური ყვავილი; ყვავილის ყუნწი დაკიდულია. ყვავის აპრილ-მაისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. იზრდება ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებში.