კვესტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''კვესტორი''' (''[[ლათინური ენა|ლათ]]. '''quaestor''', '''quaerere''' - გამოკითხვა, გამოძიება'') [[რომის რესპუბლიკა|რომაული]] ერთერთი [[მაგისტრატურა]].
 
თავდაპირველად კვესტორები [[კონსული|კონსულების]] თანაშემწეები იყვნენ. მათი არჩევა ტრიბების [[კომიცია|კომიციებში]] ხდებოდა. კანდიდატი უნდა ყოფილიყო 30 წელზე უფროსი. დროთა განმავლობაში მათი ფუნქციებში სისხლის სამართლის საქმეების გარჩევა, სახელმწიფო ხაზინის მეთვალყურეობა და სახელმწიფო არქივით განისაზღვრა.
 
[[ძვ. წ. 367]] წლამდე, სანამ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კონსულების კომპეტენციაში შედიოდა, კვესტორები მხოლოდ საქმის წინასწარ გამოძიებას აწარმოებდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ეს მოვალეობა პრეტორებს დაეკისრათ, კვესტორების ფუნქცია ხაზინის ზედამხედველობით და არქივების მართვით შემოიფარგლა.
 
თავდაპირველად კვესტორები ორნი იყვნენ, ხოლო [[ძვ. წ. 421]] წლიდან ოთხნი გახდნენ, თან ამ თანამდებობის მიღება უკვე პლებსაც შეეძლოთ. [[სულა|სულას]] რეფორმის შემდეგ [[ძვ. წ. 81]] წელს კვესტორთა რაოდენობამ ოცს მიაღწია, ხოლო [[იულიუს კეისარი|კეისარის]] დროს ორმოცს.
 
კვესტორების ნაწილი თვითონ რომში განაგებდნენ ფინანსებს, ნაწილი იგივე მიზნით მოქმედ ლეგიონებში მსახურობდა, ნაწილი - პროვინციებში და ნაწილიც საპორტო ქალაქებში აკონტროლებდა საბაჟო გადასახადებს.
 
[[ძვ. წ. 180]] წლის კანონის მიხედვით კვესტორს 10 წელი უნდა ემსახურა ჯარში, რადგან ჯარში წასვლა 17 წლიდან შეიძლებოდა, ესე იგი კვესტორი 27 წელზე უმცროსი ვერ იქნებოდა.
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვესტორი“-დან