მატიანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''მატიანე''', ''მატიანი —'' საისტორიო ჩანაწერთა კრებული ძველ საქართველოში. ეს ტერმინი გვხვდება ჯერ კიდევ [[ბიბლია|ბიბლიის]] უძველეს ნუსხებში. თავდაპირველად აღნიშნავდა მხოლოდ ნუსხის სახით გადოცემულ ამბებს. [[ბიბლია]]ში მატიანის სინონიმად იხმარება „წიგნი მეფეთა საჴსენებელთა“. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] ისტორიკოსთან მოხსენიებულია „[[ძველი მატიანე ქართლისა]]“. [[ივანე ჯავახიშვილი]]ს აზრით, აქ იგულისხმება ის საისტორიო თხზულება, რომელიც „[[ქართლის ცხოვრება]]ში“ წინ უძვის დავით აღმაშენებლის ისტორიას, [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირის]] ([[XIII საუკუნე|XII]] ს.) ცნობით, ყოფილა „[[წმიდათა მატიანეები]]ც“.
 
მატიანეები ჰქონდათ ეკლესია-მონასტრებსაც. XII საუკუნის ერთ-ერთი სამონასტრო წესდება გვაუწყებს, რომ მონასტრებს სწირავდნენ საწერ მასალას მატიანეებისათვის, რომელსაც ბერები ინაწილებდნენ [[მელქისედეკ I]] კათოლიკოსის საბუთში ([[XI საუკუნე|XI]] ს.) მოხსენიებულია „[[მატიანი სააღაპენი]]“, ე. ი. სააღაპე ჩანაწერების კრებულები.
 
სამონასტრო მატიანეთა განსაკუთრებული სახე იყო ე. წ. „[[სულთა მატიანე]]“ (შემწირველთა მოსახსენიებლების კრებული), რომელსაც ადგენდნენ დიდ და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მონასტრებში და საყდრებში. მონასტერი ან საყდარი თითოეულ შემწირველს ჯილდოდ უწესებდა წირვის დროს მოხსენიებას, რაც სათანადო ჩანაწერით — მოსახსენებლით ფორმდებოდა წიგნში, წლებისა და საუკუნეების მანძილზე წიგნებში გროვდებოდა ასობით ასეთი ჩანაწერი, რომელთაც შემდეგ თავს უყრიდნენ ერთ წიგნში — „სულთა მატიანეში“, და კითხულობდნენ ხოლმე წირვის დროს, განსაზღვრულ დღეებში. დიდი „სულთა მატიანეები“ შედგენილი იყო განსაკუთრებული გეგმით; შესავლის შემდეგ მოსახსენებლები იყოფოდა ნაკვეთებად. თითოეულ ნაკვეთში გაერთიანებული იყო ერთნაირი სოციალური მდგომარეობა პირთა (მეფეთა, დედოფალთა, დიდ დეოდალთა, ეპისკოპოსთა, დაბალი რანგის სასულიერო პირთა, დაბალი ფენების წარმომადგენელთა და სხვ) მოსახსენებლები. შემოგვრჩა [[სინის მთა|სინის მთის]] ქართველთა მონასტრის, [[ტბეთი (ძეგლი)|ტბეთის საყდრის]], [[ჯვრის მონასტერი|იერუსალიმის ჯვრის მონასტრის]], [[გერგეტის სამების ეკლესია|გერგეტის საყდარის]], [[ნიკორწმინდანიკორწმინდის (ძეგლი)ტაძარი|ნიკორწმინდის მონასტრისა]] და სხვა „სულთა მატიანეები“.
 
[[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეებში ტერმინი „მატიანე“ იხმარებოდა ყოველგვარი საისტორიო თხზულების აღსანიშნავად. [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, მატიანე იყოფოდა 4 ნაწილად: ადგილის აღწერა (ე. ი. [[გეოგრაფია]]), ნათესავთმეტყუელებად (ე. ი. [[გენეალოგია]]), წლისმრიცხველობად (ე. ი. [[ქრონოლოგია|ქრონოლიგია]]) და მოქმედების აღწერად (ე. ი. საკუთრივ ამბების თხრობა).
ხაზი 10:
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V — XVIII სს.), თხზულებანი, ტ. 8, თბ., 1977;
{{ქსე|6|494|შოშიაშვილი ნ.}}
 
 
[[კატეგორია:ისტორიოგრაფია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მატიანე“-დან