ჯარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტექნოლოგია}} ფაილი:ჯარა_ხეზე.jpg|მინი|ჯარას სკა მოთავსებული ხ...
 
No edit summary
ხაზი 35:
ჯარაში არ არის ხელოვნური ცვილი. აქ ფუტკარი ფიჭას თავისით აშენებს. ჯარას სკებიდან მოსავალს წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღებენ, ძირითადად შემოდგომის დასაწყისში, ყვავილობის პერიოდის დასრულების შემდეგ. თაფლის მოსავლის აღება ჯარას სკებიდან ბევრად რთულია და უფრო დიდ შრომას მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივი სკის ჩარჩოებიდან.
 
ჯარას სკებიდან თაფლის ამოღებას აჭარაში ჯარას „ხილვას“ ეძახიან. პროცესი განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს. როგორც წესი, ჯარას სკის თაფლის მოსავალს ორი ადამიანი იღებს. თუმცა, აუცილებელია დამატებითი დახმარება ხეზე ან კლდეზე მოთავსებული ჯარას სკის შემთხვევაში. თაფლის მოსავლის ასაღებად მეფუტკრეები სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებენ, როგორიცაა ოვალური დანა - ფიჭის ამოსაჭრელად, საბოლებელი, თოკი, ბალანსირი (კომბალი), ბორბალი (მახარა) და ხის კიბე (ღაჯა)</ref>.
 
პირველ რიგში, მეფუტკრე ჩანგლისებური ჯოხის გამოყენებით ხსნის სკას და ამოწმებს თაფლის მოსავლის აღების შესაძლებლობას. თუ ადგილზე საკმარისი თაფლია, მეფუტკრე ფიჭას სკის ნახევარი ნაწილიდან ისე ჭრის, რომ არ ეხება მეორე ნახევარს, სადაც ფუტკრის ოჯახები ბინადრობენ. ფიჭა შესაძლებელია სხვადასხვა ფერის იყოს, რადგან ის შეიცავს განსხვავებულ მცენარეთა და ყვავილთა თაფლს, როგორიცაა: აკაცია, წაბლი, ცაცხვი და ალპური ზონის ყვავილების მრავალი სახეობა.
ხაზი 45:
ჩარჩოიანი სკების გამოგონების შემდეგ, საქართველოში მე-20 საუკუნიდან დაიწყო ჯარას სკების ჩანაცვლება თანამედროვე და მარტივად მოსახმარი სკებით. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, ჯარას მეფუტკრეობა, როგორც ველური მეფუტკრეობის სახეობა, გადაშენების პირასაა. თუმცა, მაღალმთიანი აჭარა ამ მხვრივ გამორჩეულია, სადაც სუბტროპიკული და ალპური ზონების ტყეებში, შორეულ სოფლებსა და დასახლებულ ადგილებში მკვიდრნი დღემდე ინარჩუნებენ ჯარაში თაფლის მოყვანის ოჯახურ ტრადიციას. ამ მეფუტკრეების ჯგუფმა 2018 წელს საფუძველი ჩაუყარეს ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციას <ref>[http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1012118&gid=4 მინისტრი ჯარას საფუტკრეს ეწვია და ორგანული თაფლის ამოღების პროცესს დაესწრო]</ref>.
 
გარდა ამისა, 2017 წელს გადაღებული ქართული დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ აღწერს აჭარის ველურ ბუნებაში ერთწლიან მოგზაურობას, სადაც მთავარი გმირები სწორედ ჯარას სკა და მისი ბინადარი ფუტკრებია <ref>[https://vimeo.com/287016442 დოკუმენტური ფილმი - 2017 წელი]</ref>.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ტექნნოლოგიატექნოლოგია]]
[[კატეგორია:საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯარა“-დან