იულია კრისტევა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
{{წყარო}}
[[სურათი:Julia Kristeva à Paris en 2008.jpg|thumb|250პქ|იულია კრისტევა]]
'''იულია კრისტევა''' (Julia Kristeva, [[ბულგ.]] Юлия Кръстева) (*[[24 ივნისი]], [[1941]]) — ბულგარული წარმოშობის [[ფრანგი ფილოსოფოსები|ფრანგი ფილოსოფოსი]], [[ფრანგი ლიტერატურის კრიტიკოსები|ლიტერატურის კრიტიკოსი]], [[ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები|ფსიქოანალიტიკოსი]], [[ფრანგი ფემინისტები|ფემინისტი]] და [[ფრანგი მწერლები|მწერალი]]. [[1960]]-იან წლებიდან [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ცხოვრობს. კრისტევამ სახელი მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც 1969 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი ”სემიოტიკა”. [[როლან ბარტი|ბარტთან]], [[ცვეტან ტოდოროვი|ტოდოროვთან]], [[ლუსიენ გოლდმანი|გოლდმანთან]], [[ჟერარ ჟენეტი|ჟენეტთან]], [[კლოდ ლევი-სტროსი|ლევი-სტროსთან]], [[ჟაკ ლაკანი|ლაკანთან]], [[ალგირდას ჟულიენ გრეიმასი|გრეიმასთან]], [[მიშელ ფუკო|ფუკოსთან]] და [[ლუი ალთიუსერი|ალთიუსერთან]] ერთად, იგი [[სტრუქტურალიზმი]]ს წამყვან ფიგურად ითვლება. ამასთანავე, მისმა ნაშრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა [[პოსტსტრუქტურალიზმი]]ს განვითარებაში.
 
იულია კრისტევა სწავლობდა [[ზიგმუნდ ფროიდი|ფროიდისეულ]] და [[ჟაკ ლაკანი|ლაკანისეულ]] [[ფსიქოანალიზი|ფსიქოანალიზს]]. [[1965]] წელს იგი ”[[ტელ კელის]]” ჯგუფს შეუერთდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე - [[ფილიპ სოლერსი]] გაიცნო. ჯგუფი ენის პოლიტიკის საკითხით იყო დაინტერესებული. ”ტელ კელის” წევრები ისტორიას განიხილავდნენ, როგორც საინტერპრეტაციო ტექსტს, ხოლო ისტორიის წერას განიხილავდნენ, როგორც პოლიტიზებულ საქმიანობას და არა როგორც სინამდვილის ობიექტურ ასახვას. [[1974]] წელს სადოქტორო ნაშრომის - ”პოეტური ენის რევოლუციის” შემდეგ, იგი [[პარიზის უნივერსიტეტი]]ს ენათმეცნიერების კათედრის გამგე გახდა. პარალელურად, მიწვეული პროფესორის სტატუსით, [[ნიუ იორკი]]ს [[კოლუმბიის უნივერსიტეტი|კოლუმბიის უნივერსიტეტშიც]] ატარებდა ლექციებს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://kristeva.fr/ ოფიციალური საიტი]
 
{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
35 895

რედაქტირება