CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

2 130 ბაიტი დაემატა ,  7 თვის წინ
;სელექტორები არჩევა აღმავალი ხაზით შეუძლებელია: ამ დროისათვის CSS-ში არ არსებობს გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ ელემენტის მშობელის ან წინაპრის ამორჩევა, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ პირობას. CSS Selectors Level 4 რომელიც ჯერ კიდევ არის სამუშაო პროექტის სტადიაში, ითვალისწინებს მსგავს სელექტორს, თუმცა ის წარმოდგენილია როგორც მთლიანი „სურათის“ სელექტორის პროფილის ნაწილი, და არა როგორც სწრაფი „ცოცხალი“ პროფილი, რომელიც გამოიყენება დინამიურ CSS სტილებში. უფრო რთული სტილის ფურცლების გამოყენება შესაძლებელი გახდება უფრო განვითარებული სელექტორული სქემების გამოყენებით (როგორც არის XPath). ძირითადი მიზეზი, რატომაც CSS-ის სამუშაო ჯგუფმა უარყო მშობლის სელექტორების შემოთავაზებები, დაკავშირებულია ბრაუზერების წარმადობასთან და ინკრემენტული გამოსახვის პრობლემებთან.
 
;შეუძლებელია მკაფიოდ გამოცხადებულ იქნას მოქმედების არე პოზიციისაგან დამოუკიდებლად: მოქმედების არის კანონებიწესები ისეთი პარამეტრებისათვის, როგორიცაა z-ინდექსი, ეძებენ უახლოეს მშებელ ელემენტს პოზიციის ატრიბუტით <code>position:absolute</code> ან <code>position:relative</code>. ამ უცნაურ კავშირს არასასურველი შედეგი აქვს. მაგალითად, შეუძლებელია ახალი არეს გამოცხადებისაგან თავის არიდება, როდესაც ჩნდება საჭიროება, კორექტირებულ იქნას ელემენტის პოზიცია, რომელიც არ უშვებს მშობელი ელემენტის სასურველი არეს გამოყენებას.
 
;ფსევდო-კლასის დინამიური ქცევა უკონტროლოა: CSS-ში მხარდაჭერილია ფსევდო-კლასები, რომლებიც მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღების საშუალებას იძლევიან ალტერნატიული სტილების პირობითი გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ფსევდო-კლასია <code>:hover:</code>, რომელიც დინამიურია (ეკვივალენტი JavaScript-ში: <code>onmouseover</code>) და აქვს არასწორი გამოყენების პოტენციალი (მაგალითად, კურსორის მიახლოვებისას გამომხტომი ფანჯრები), თუმცა კლიენტს არ აქვს მისი გათიშვის (არ აქვს თვისება <code>disable</code>) ან ეფექტის შეზღუდვის (მაგალითად, <code>nochange</code> მნიშვნელობა თითოეული თვისებისათვის) შესაძლებლობა.
 
;შეუძლებელია წესის დასახელება: არ არსებობს გზა რომლითაც, რომლითაც შესაძლებელი იქნება წესის დასახელება, რომელიც საშუალებას მისცემს კლიენტურ სკრიფტს მიუთითოს წესისაკენ, იმ შემთხვევაშიც კი როდესაც მისი სელექტორი შეიცვლება.
 
;შეუძლებელია წესიდან სტილის ჩართვა სხვა წესში: სასურველი შედეგის მისაღწევად, CSS სტილები ხშირად უნდა დუბლირებულ იქნას რამდენიმე წესში, რაც იწვევს დამატებითი მომსახურების საჭიროებას და მოითხოვს უფრო მეტ გულდასმით ტესტირებას. ზოგიერთ ახალ CSS შესაძლებლობაში შემოთავაზებული იყო ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა შემდეგში მიტოვებულ იქნა.
 
;შეუძლებელია კონკრეტული ტექსტის მიზანში ამოღება მონიშვნის რედაქტირების გარეშე: გარდა <code>:first-letter</code>ფსევდო-ელემნეტისა, არ არსებობს ტექსტის კონკრეტული დიაპაზონის მიზანში ამოღების შესაძლებლობა <code>placeholder</code> ელემენტების გამოყენების საჭიროების გარეშე.
 
== უპირატესობები ==