CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

4 861 ბაიტი დაემატა ,  7 თვის წინ
 
== შეზღუდვები ==
CSS-ის მიმდინარე შესაძლებლობების ზოგიერთი შემჩნეული შეზღუდვები მოიცავს:
;სელექტორები არჩევა აღმავალი ხაზით შეუძლებელია: ამ დროისათვის CSS-ში არ არსებობს გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ ელემენტის მშობელის ან წინაპრის ამორჩევა, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ პირობას. CSS Selectors Level 4 რომელიც ჯერ კიდევ არის სამუშაო პროექტის სტადიაში, ითვალისწინებს მსგავს სელექტორს, თუმცა ის წარმოდგენილია როგორც მთლიანი „სურათის“ სელექტორის პროფილის ნაწილი, და არა როგორც სწრაფი „ცოცხალი“ პროფილი, რომელიც გამოიყენება დინამიურ CSS სტილებში. უფრო რთული სტილის ფურცლების გამოყენება შესაძლებელი გახდება უფრო განვითარებული სელექტორული სქემების გამოყენებით (როგორც არის XPath). ძირითადი მიზეზი, რატომაც CSS-ის სამუშაო ჯგუფმა უარყო მშობლის სელექტორების შემოთავაზებები, დაკავშირებულია ბრაუზერების წარმადობასთან და ინკრემენტული გამოსახვის პრობლემებთან.
 
;შეუძლებელია მკაფიოდ გამოცხადებულ იქნას მოქმედების არე პოზიციისაგან დამოუკიდებლად: მოქმედების არის კანონები ისეთი პარამეტრებისათვის, როგორიცაა z-ინდექსი, ეძებენ უახლოეს მშებელ ელემენტს პოზიციის ატრიბუტით <code>position:absolute</code> ან <code>position:relative</code>. ამ უცნაურ კავშირს არასასურველი შედეგი აქვს. მაგალითად, შეუძლებელია ახალი არეს გამოცხადებისაგან თავის არიდება, როდესაც ჩნდება საჭიროება, კორექტირებულ იქნას ელემენტის პოზიცია, რომელიც არ უშვებს მშობელი ელემენტის სასურველი არეს გამოყენებას.
 
;ფსევდო-კლასის დინამიური ქცევა უკონტროლოა: CSS-ში მხარდაჭერილია ფსევდო-კლასები, რომლებიც მომხმარებლისგან უკუკავშირის მიღების საშუალებას იძლევიან ალტერნატიული სტილების პირობითი გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ფსევდო-კლასია „:hover:“, რომელიც დინამიურია (ეკვივალენტი JavaScript-ში: „onmouseover) და აქვს არასწორი გამოყენების პოტენციალი (მაგალითად, კურსორის მიახლოვებისას გამომხტომი ფანჯრები), თუმცა კლიენტს არ აქვს მისი გათიშვის (არ აქვს თვისება „disable“) ან ეფექტის შეზღუდვის (მალითად, „nochange“ მნიშვნელობა თითოეული თვისებისათვის) შესაძლებლობა.
 
== უპირატესობები ==
;მასალის გამოყოფა წარმოდგენისგან: