CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

1 113 ბაიტი დაემატა ,  7 თვის წინ
 
ტესტირების ხელსაწყოების გარდა, არსებობს მრავალი ვებ-საიტი, რომლებიც თვალს ადევნებენ კონკრეტული CSS-ფუნქციონალის მხარდაჭერის არსებობას ბრაუზერებში, მაგალითად Can I Use და [[MDN Web Docs]]. ასევე, CSS 3-ში უზრუნველყოფილია შესაძლებლობათა მოთხოვნებო, რომელიც უზრუნველყოფს <code>@supports</code> ბრძანებას, რომელიც შემმუშავებლებს საშუალებას აძლევს გარკვეული ფუნქციონალის მხარდასაჭერად კონკრეტული ბრაუზერები მიზანში ამოიღონ უშუალოდ CSS-დან. CSS-შესაძლებლობები, რომელიც არ არის მხარდაჭერილი ძველ ბრაუზერებში, ხანდახან შესაძლებელია მხარდაჭერილ იქნას JavaScript-ში [[პოლიფილი]]ს გამოყენებით, რომელიც არის JavaScript კოდის ნაწილი და შექმნილია რათა ბრაუზერების ქცევა იყოს თანმიმდევრული. ამ შემოვლითმა გზებმა და სრული სარეზერვო ფუნქციების მხარდაჭერის აუცილებლობამ შესაძლოა გაართულოს შემუშავების პროექტი, შესაბამისად, კომპანიები ხშირად განსაზღვრავენ ბრაუზერების ვერსიების ნუსხას, რომლებიც იქნება, ან არ იქნება მხარდაჭერილი.
 
ვებ-საიტების მიერ ახალი სტანდარტების კოდზე გადასვლის კვალდაკვალ, რომელიც შესაძლებელია არათავსებადი იყოს ძველ ბრაუზერებთან, ასეთმა ბრაუზერებმა შესაძლებალია ვეღარ მიიღონ წვდომა ბევრ ვებ-რესურსზე (ხანდახან განზრახ). ძველ ბრაუზერებში, CSS-ის სუსტი მხარდაჭერის გამო მარავალი პოპულარული ვებ-საიტი არამხოლოდ იერსახით მახინჯდება, არამედ საერთოდ არ მუშაობს, დიდწილად JavaScript-ის და სხვა ვებ-ტექნოლოგიების განვითარების მიზეზით.
 
== შეზღუდვები ==