CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 466:
== ბრაუზერში მხარდაჭერა ==
თითოეული ვებ-ბრაუზერი ვებ-გვერდის გამოსასახად იყენებს შემდგენელ ძრავს, და CSS-ის ფუნქციონალის მხარდაჭერა მათ შორის არ არის შეთანხმებული. ვინაიდან ბრაუზერები ვერ ამუშავებენ სრულყოფილად CSS-ს, შემუშავდა კოდის წერის მრავალი ტექნიკა, რომელიც შემოვლითი გზებით მომართული იყო კონკრეტული ბრაუზერზე (ეს ტექნიკა ცნობილია როგორც CSS-ჰაკები ან CSS ფილტრები). CSS-ში ახალი ფუნქციონალის მიღება შესაძლებელია შეფერხდეს ძირითად ბრაუზერებში მხარდაჭერის არ არსებობის გამო. მაგალითად Internet Explorer-ში ძალზედ ნელი ტემპით მიმდინარეობდა CSS 3-ის მრავალი ფუნქციონალის მხარდაჭერის დანერგვა, რამაც შეაფერხა ამ ფუნქციონალების სტანდარტიზაცია და ბრაუზერმა შემმუშავებლებს რეპუტაცია დაიზიანა. რათა მომხმარებლებისათვის უზრუნველყოფილს იქნას მდგრადი შედეგი განურჩევლად ბრაუზერისა და პლატფორმისა, შემმუშავბლები ხშირად ატარებენ საკუთარი ვებ-საიტების ტესტირებას მრავალ ოპერაციულ სისტემაში, ბრაუზერში, ბრაუზერის ვერსიაში, რაც ზრდის შემუშავების დროს, ღირებულებას და სირთულეს. ამ პროცესის გასამარტივებლად, არსებობს სხვადასხვა პროგრამული გადაწყვეტა, მაგალითად როგორიცაა [[Selenium]] ან [[LambdaTest]].
 
ტესტირების ხელსაწყოების გარდა, არსებობს მრავალი ვებ-საიტი, რომლებიც თვალს ადევნებენ კონკრეტული CSS-ფუნქციონალის მხარდაჭერის არსებობას ბრაუზერებში, მაგალითად Can I Use და [[MDN Web Docs]]. ასევე, CSS 3-ში უზრუნველყოფილია შესაძლებლობათა მოთხოვნებო, რომელიც უზრუნველყოფს <code>@supports</code> ბრძანებას, რომელიც შემმუშავებლებს საშუალებას აძლევს გარკვეული ფუნქციონალის მხარდასაჭერად კონკრეტული ბრაუზერები მიზანში ამოიღონ უშუალოდ CSS-დან. CSS-შესაძლებლობები, რომელიც არ არის მხარდაჭერილი ძველ ბრაუზერებში, ხანდახან შესაძლებელია მხარდაჭერილ იქნას JavaScript-ში [[პოლიფილი]]ს გამოყენებით, რომელიც არის JavaScript კოდის ნაწილი და შექმნილია რათა ბრაუზერების ქცევა იყოს თანმიმდევრული. ამ შემოვლითმა გზებმა და სრული სარეზერვო ფუნქციების მხარდაჭერის აუცილებლობამ შესაძლოა გაართულოს შემუშავების პროექტი, შესაბამისად, კომპანიები ხშირად განსაზღვრავენ ბრაუზერების ვერსიების ნუსხას, რომლებიც იქნება, ან არ იქნება მხარდაჭერილი.
 
== შეზღუდვები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/CSS“-დან