CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

3 375 ბაიტი დაემატა ,  6 თვის წინ
 
==== CSS 4 ====
CSS 4 დაყოფილია მრავალ ცალკეულ მოდულად, რომელთა დონეების ცვლილება ხდება დამოუკიდებლად. ამდენად, CSS 4-ის სპეციფიკაციების ერთიანი ინტეგრირებული კრებული არ არსებობს.
 
მოდულებმა, რომლებიც დაშენებულია CSS 2 დონეზე, დაიწყეს განვითარება მე-3 დონიდან. ზოგიერთმა მათგანმა, უკვე მიაღწია მე-4 დონეს, ან უახლოვდებიან მე-5 დონეს. სხვა მოდულები, რომლებიც წარმოადგენენ სრულიად ახალ ფუნქციონალს, მაგალითად Flexbox, მიჩნეულია 1-ლ დონედ და უახლოვდება მე-2 დონეს.
 
CSS სამუშაო ჯგუფი ხანდახან აქვეყნებს „მდგომარეობის სურათებს“, რომელიც არის ბრაუზერებში მწარმოებლების მიერ დასანერგად საკმარისად სტაბილური მთლიანი მოდულების და სხვა სამუშაო პროექტების კოლექცია. სულ შენიშვნების სახით გამოქვეყნებულია ხუთი მსგავსი „მიმდინარე საუკეთესო პრაქტიკების“ დოკუმენტი, 2007, 2010, 2015, 2017 და 2018 წლებში.
 
ვინაიდან ასე „სურათები“ ძირითადად განკუთვნილია შემმუშავებლებისათვის, იზრდებოდა ავტორებზე მომართული მსგავსი საცნობარო ვერსირებული დოკუმენტის საჭიროება, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა თავსებადი რეალიზაციების მდგომარეობა, როგორც ეს არის დოკუმენტირებული ისეთ საიტებზე, როგორიცაა Can I Use... და [[MDN Web Docs]]. მსგავსი რესურსის განსახილველად და განსასაზღვრად, 2020 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა W3C Community Group. განხილვის საგანია ასევე ვერსირების ფაქტობრივი სახეობაც, რაც ნიშნვას, რომ როდესაც დოკუმენტი შეიქმნება, მას შეიძლება არ ეწოდოს „CSS 4“.
 
== ბრაუზერში მხარდაჭერა ==