CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

2 039 ბაიტი დაემატა ,  6 თვის წინ
=== ვენდორების თავსართები ===
სტანდარტის განსაზღვრამდე და უნივერსალიზაციამდე, ბრაუზერების მწარმოებლები დრო და დრო ინდივიდუალურად ნერგავდნენ ახალ პარამეტრებს და შესაძლებლობებს. იმისათვის რომ თავიდან აერიდებინათ სამომავლო სტანდარტიზებულ რეალიზაციებთან კონფლიქტი, ბრაუზერების შემმუშავებლები პარამეტრების სახელებში უნიკალურ თავსართს უმატებდნენ. ასე მაგალითად, [[Mozilla Firefox]]-ის პარამეტრების სახელში პარამეტრის სახელს ემატებოდა პრეფიქსი <code>-moz-</code>, [[Apple Safari]]-ის ძრავზე მომუშავე ბრაუზერში ამატებდნენ <code>-webkit-</code>, [[Opera]]-ს პარამეტრების პრეფიქსი იყო <code>-o-</code>, ხოლო [[Internet Explorer]]-ის შემთხვევაში უწერდნენ <code>-ms-</code>.
 
ზოგიერთ შემთხვევში, მწარმოებლის პრეფიქსიანი პარამეტრების სინტაქსი გარკვეულწინად განსხვავდება მათი სტანდარტიზებული ანალოგებისაგან, მაგალითად ასეა <code>-moz-radial-gradient</code> და <code>-webkit-linear-gradient</code> შემთხვევაში.
 
სტანდარტის დანერგვასთან ერთად პრეფიქსიანი თვისებები რუდიმენტული ხდება. პროგრამებს შეუძლიათ ავტომატურად დაამატონ პრეფიქსები ძველი ბრაუზერებისთვის და მიუთითონ პარამეტრების სტანდარტიზებული ვერსიები. ვინაიდან პრეფიქსები ბრაუზერების მცირე ჯგუფის შემთხვევაში არსებობს, თვისებიდან პრეფიქსის მოცილების გზით ფუნქციონალის დანახვა და გამოყენება სხვა ბრაუზერებსაც შეუძლიათ. გამონაკლისია <code>-webkit-</code> თავსართიანი ზოგიერთი მოძველებული თვისება, რომლებიც იმდენად გავრცელებული და მდგრადია ვებში, რომ თავსებადობისათვის ბრაუზერების სხვა ოჯახებშიც დაინერგა მათი მხარდაჭერა.
 
=== ვარიანტები ===