კარლო II (ნეაპოლი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ბიოგრაფია ==
 
=== ადრეული ცხოვრება ===
კარლო დაიბადა 1254 წელს. იგი იყო ანჟუს გრაფ [[შარლ I ანჟუელი|შარლ I]]-ისა და მისი მეუღლის, გრაფინია [[ბეატრის პროვანსელი|ბეატრის პროვანსელის]] უფროსი ვაჟი. მამამისი საფრანგეთის მეფე [[ლუი VIII]]-ის ძე და მეფე [[ლუი IX]]-ის უმცროსი ძმა იყო. 1266 წელს მამამისი სიცილიის მეფე ხდება კარლო I-ის სახელით, თავად კარლოს კი, როგორც თავის მემკვიდრეს, სალერნოს პრინცის წოდებას ანიჭებს. 1283 წელს მას მამამისმა იგი ჯარების მეთაურად დანიშნა, რათა დაეცვა კუნძული სიცილია არაგონის მეფე [[პედრო III (არაგონი)|პედრო III]]-ის შემოჭრისაგან. აღნიშნული შემოჭრა გამოწვეული იყო 1282 წელს დაწყებული „<nowiki/>[[სიცილიის მწუხრი|სიცილიის მწუხრით]]<nowiki/>“, რაც გამოიხატებოდა სიცილიელთა ამბოხებაში ფრანგების წინააღმდეგ, არაგონის მეფის სასარგებლოდ, რომელმაც იმავე წელს დაიკავა სიცილია და თავი მის მეფედ გამოაცხადა, კარლო I-ს კი ნეაპოლიღა შერჩა. 1284 წლის 5 ივნისს ბრძოლისას პრინცი კარლო ესპანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. იგი ჯერ ჩეფალუში წაიყვანეს, შემდეგ კი კატალონიაში გადაიყვანეს. მისი პატიმრობის პერიოდში, 1285 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა მამამისი, რის შემდეგაც ის გახდა ნეაპოლის მეფე კარლო II-ის სახელით, თუმცა არსებული პირობების გამო რეგენტად არტუის გრაფი რობერ II დაენიშნა.
 
=== ნეაპოლის მეფობა ===
კარლო ტყვეობიდან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც მისმა ბიძაშვილმა, საფრანგეთის მეფე [[ფილიპ III (საფრანგეთი)|ფილიპ III]]-მ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო არაგონის წინააღმდეგ. სწორედ საფრანგეთის მეფე ფილიპისა და ინგლისის მეფე [[ედუარდ I (ინგლისი)|ედუარდ I]]-ის შუამავლობით, 1288 წელს ესპანელებმა კარლო გაათავისუფლეს. გათავისუფლების სანაცვლოდ მან აიღო ვალდებულება, რომ არაგონის მეფეს 30,000 მარკას გადაუხდიდა და ასევე შეარიგებდა საფრანგეთის მეფესა და რომის პაპთან, ამის გარანტიად კი მან მძევლებად თავისი სამი ვაჟი და სამოცი პროვანსელი დიდებული დატოვა. მას ასევე მოუწია, რომ თავისი ბიძაშვილის, ვალუის გრაფ შარლისათვის 20,000 გირვანქა ვერცხლი დაებრუნებინა, რომელიც მან პაპ [[მარტინ IV]]-ს გადაუხადა იმისათვის, რომ კარლოს გასათავისუფლებლად კათოლიკური ქვეყნის წინააღმდეგ ლაშქრობის მოსაწყობად ნება დაერთო. ვინაიდან კარლოს ამის სახსრები აღარ გააჩნდა, მან [[შარლ დე ვალუა (1270-1325)|შარლ დე ვალუას]] თავისი უფროსი ქალიშვილი, [[მარგარიტა ანჟუელი (1272-1299)|მარგარიტა]] მიათხოვა და მზითვად ანჟუსა და მაინის საგრაფოები გაატანა.
 
საბოლოოდ, იგი ახალმა პაპმა, [[ნიკოლოზ IV (პაპი)|ნიკოლოზ IV]]-მ ყველა დაკისრებული მოვალეობისაგან გაათავისუფლა და 1289 წელს ნეაპოლის მეფედაც აკურთხა, თუმცა სანაცვლოდ კარლომ [[ალფონსო III (არაგონი)|ალფონსო III არაგონელი]] სიცილიის მეფედ აღიარა. იმავდროულად მისი სიძე, შარლ დე ვალუა კასტილიასთან კავშირს კრავდა არაგონში კიდევ ერთხელ შესაჭრელად. ამ პირობებში ალფონსო დათანხმდა იმაზე, რომ ჯარებს გაიყვანდა სიცილიიდან, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ მისი ძმის, [[ხაიმე II (არაგონი)|ხაიმე II]]-ის კანდიდატურას სიცილიის მეფედ და ამასთან, გაათავისუფლებდნენ პაპის ხარკისაგან. კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ცოტა ხნით ადრე, 1291 წელს ალფონსო უშვილოდ გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძმამ, ხაიმე II-მ დაიკავა, რის გამოც სიცილიის მეფე მათი მესამე ძმა, [[ფედერიკო III (სიცილია)|ფედერიკო III]] გახდა.
 
პაპმა [[ბონიფაციუს VIII]]-მ, რომელიც 1294 წელს კარლოს დახმარებით აირჩიეს, 1295 წელს წამოიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ნეაპოლ-სიცილიის კონფლიქტის ჩაცხრობასა და კათოლიკე მონარქების შერიგებას, რისთვისაც ხაიმე II არაგონელი ცოლად შეირთავდა კარლოს ქალიშვილს, პრინცესა [[ბლანკა ანჟუელი|ბლანკას]].
 
მართალია ფედერიკო, როგორც ხაიმეს ძმა, ემხრობოდა მათი ქორწინებისა და ნეაპოლთან დაახლოვების იდეას, მაგრამ სიცილიელი ხალხის ზეგავლენით იგი მათ წინააღმდეგ გამოვიდა, რათა ტახტი შეენარჩუნებინა. თავის მხრივ კარლომ, რომელიც დიდად დაინტერესებული იყო არაგონთან ურთიერთობის დალაგებით, თავისი კეთილგანწყობის საჩვენებლად ამ იდეისადმი, გათავისუფლებიდან რამდენიმე წელიწადში საფრანგეთის გავლით კვლავ დაბრუნდა არაგონში, სადაც ამჯერად იგი არა როგორც ტყვე, არამედ როგორც საპატიო სტუმარი ისე მიიღეს. მან საფრანგეთშივე მიაღწია წარმატებას და დაითანხმა თავისი სიძე, გრაფი შარლ დე ვალუა, რომ უარეყო არაგონში გამეფების იდეა (ეს ამბიცია იმიტომ გააჩნდა, რომ დედამისი, [[ისაბელა არაგონელი|დედოფალი იზაბელა]], არაგონის მეფის ასული იყო). ამის შემდეგ მან გზა გააგრძელა და ბლანკა ხაიმეზე დააქორწინა.
 
ნეაპოლში დაბრუნებისთანავე, ზურგგამაგრებულმა კარლომ ფედერიკოს ომი გამოუცხადა და, მიუხედავად საფრანგეთისა და არაგონის სამხედრო დახმარებისა, კუნძულის დაპყრობა ვერ შეძლო. მეტიც, 1299 წელს სიცილიელებმა ფალკონარას ბრძოლაში მისი ძე, პრინცი ფილიპე ტარანტოელი ტყვედ ჩაიგდეს. პაპის წაქეზებით, 1300 წელს შარლ დე ვალუამ გაანადგურა ნეაპოლის სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფი ქალაქი ლუჩერა (ფოჯას მახლობლად), რომელიც იტალიაში არსებული მუსლიმების უკანასკნელი დასახლება იყო. ამ დროს შარლმა მთლიანად გაწყვიტა ქალაქის მუსლიმი მოსახლეობა. 1302 წელს ფედერიკოსთან დავა კალტაბელოტოს ხელშეკრულებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარლომ საბოლოოდ თქვა უარი სიცილიაზე და თავისი ქალიშვილი, [[ელეონორა ანჟუელი|ელეონორა]] ფედერიკოს მიათხოვა.
 
ამის შემდეგ კარლომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიმშვიდეში გაატარა ნეაპოლში. იგი ძირითადად ქალაქის რესტავრაციითა და გალამაზებით იყო დაკავებული. ამისა და გადასახადთა შემცირების გამო, ფრანგული ფესვების მიუხედავად, მან საბოლოოდ დაიმსახურა იტალიელი ხალხის კეთილგანწყობა. იმავდროულად, იგი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა პაპსა და ჩრდილოიტალიურ სამთავროებს შორის მიმდინარე დაპირისპირებებში. იგი ასევე ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩა, როდესაც საფრანგეთის მეფე [[ფილიპ IV (საფრანგეთი)|ფილიპ IV]]-მ ტყვედ აიყვანა პაპი და ავინიონში გადაასახლა. 1307 წელს მან ფილიპს ასევე მხარი დაუჭირა [[ტამპლიერები|ტამპლიერთა ორდენის]] განადგურების საქმეში. იგი გარდაიცვალა 1309 წლის 5 მაისს ნეაპოლში, დაკრძალეს სან-დომენიკოს ბაზილიკაში. მის შემდეგ ტახტი მისმა ძემ, [[რობერტო ანჟუელი|რობერტომ]] დაიკავა.
 
== ქორწინება და შვილები ==
[[ფაილი:Marie karel2.jpg|მინი|359x359პქ|კარლო ცოლთან და შვილებთან ერთად]]
1270 წელს კარლომ ცოლად შეირთო უნგრეთისა და ხორვატიის მეფე [[იშტვან V]]-ისა და დედოფალ ელიზაბეტა კუმანელის ქალიშვილი, პრინცესა [[მარია უნგრელი (1257-1323)]], რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი:
 
# [[კარლ მარტელ ანჟუელი|კარლ მარტელი]] (1271-1295), სალერნოს პრინცი, უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე. ცოლად შეირთო გერმანიის მეფე [[რუდოლფ I ჰაბსბურგი|რუდოლფ I]]-ის ასული, [[კლემენტია ფონ ჰაბსბურგი|კლემენტია]], რომელთანაც შეეძინა უნგრეთის მეფე [[კარლ რობერტი]] და საფრანგეთის დედოფალი [[კლიმენცია უნგრელი|კლიმენცია]];
# [[მარგარიტა ანჟუელი (12731272-1299)|მარგარიტა]] (12731272-1299), ანჟუსანჟუსა და მაინის გრაფინია, ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე [[ფილიპ III (საფრანგეთი)|ფილიპ III]]-ის შუათანა ძეს, ვალუას გრაფ [[შარლ დე ვალუა (1270-1325)|შარლს]], რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის მეფე [[ფილიპ VI (საფრანგეთი)|ფილიპ VI]];
# ლუი (1274-1298), ტულუზის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიის მიერ იგი წმინდანადაა შერაცხული;
# [[რობერტო ანჟუელი|რობერტო]] (1276-1343), ნეაპოლის მეფე მამის შემდეგ. ცოლად შეირთო მეფე არაგონის მეფე [[პედრო III (არაგონი)|პედრო III]]-ის ასული [[იოლანდა არაგონელი (1273-1302)|იოლანდა]], რომელთანაც შეეძინა ორი ძე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მაიორკის მეფე [[ხაიმე II (მაიორკა)|ხაიმე II]]-ის ქალიშვილ [[სანჩია მაიორკელი|სანჩიაზე]], თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია;
# ფილიპე I (1278-1331), აქაიისა და ტარანტოს პრინცი, რუმინეთის დესპოტი, კონსტანტინოპოლის ტიტულარული იმპერატორი და ალბანეთის მეფე. პირველად იქორწინა ეპირის დესპოტ ნიკეფორენიკიფორე I-ის ასულ თამარ ანგელინა კომნენაზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, თუმცა მას შემდეგში გაეყარა და ცოლად შეირთო კონსტანტინოპოლის იმპერატრიცა ეკატერინე II დე ვალუა, რომელთანაც კიდევ ოთხი შვილი ეყოლა;
# [[ბლანკა ანჟუელი|ბლანკა]] (1280-1310), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე [[ხაიმე II (არაგონი)|ხაიმე II]]-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის არაგონის მეფე [[ალფონსო IV (არაგონი)|ალფონსო IV]], კასტილიის დედოფალი მარია და გერმანიის დედოფალი იზაბელა;
# რაიმონდ ბერენგარი (1281-1307), პროვანსის გრაფი, პიემონტისა და ანდრიის პრინცი, ცოლად შეირთო მარგარიტა კლერმონელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;