კარლო II (ნეაპოლი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Subst:მუშავდება}}{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=კარლო II|სხვა წოდებ...
(განსხვავება არ არის)

12:39, 30 აპრილი 2021-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Rezo1515.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: აპრილი 30, 2021.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1064 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „Rezo1515.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|Rezo1515.|კარლო II (ნეაპოლი)}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

კარლო II (იტალ. Carlo II), აგრეთვე ცნობილია, როგორც კარლო კოჭლი (იტალ. Carlo lo Zoppo; დ. 1254 ― გ. 5 მაისი, 1309, ნეაპოლი, იტალია) ― ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. მეფე კარლო I-ისა და დედოფალ ბეატრის პროვანსელის ძე. ნეაპოლის მეფე, პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფი 1285-1309 წლებში, ანჟუსა და მაინის გრაფი 1285-1290 წლებში, ალბანეთის მეფე 1285-1301 წლებში და აქაიის პრინცი 1285-1289 წლებში.

კარლო II
ნეაპოლის მეფე
პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფი
კორონაცია: 29 მაისი, 1289
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1285
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1309
წინამორბედი: კარლო I
მემკვიდრე: რობერტო
ანჟუსა და მაინის გრაფი
მმართ. წლები: 1285-1290
წინამორბედი: შარლ I
მემკვიდრე: მარგარიტა და შარლ III
სხვა წოდებები: აქაიის პრინცი
ალბანეთის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1254
გარდ. თარიღი: 5 მაისი, 1309, (54-55 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: მარია უნგრელი
(ქ. 1270)
შვილები: კარლ მარტელი, სალერნოს პრინცი
რობერტო, ნეაპოლის მეფე
მარგარიტა, ანჟუს გრაფინია
ბლანკა, არაგონის დედოფალი
ელეონორა, სიცილიის დედოფალი
მარია, მაიორკის დედოფალი
დინასტია: ანჟუები
მამა: კარლო I, ნეაპოლის მეფე
დედა: ბეატრის პროვანსელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

ქორწინება და შვილები

1270 წელს კარლომ ცოლად შეირთო უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იშტვან V-ისა და დედოფალ ელიზაბეტა კუმანელის ქალიშვილი, პრინცესა მარია უნგრელი (1257-1323), რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი:

  1. კარლ მარტელი (1271-1295), სალერნოს პრინცი, უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე. ცოლად შეირთო გერმანიის მეფე რუდოლფ I-ის ასული, კლემენტია, რომელთანაც შეეძინა უნგრეთის მეფე კარლ რობერტი და საფრანგეთის დედოფალი კლიმენცია;
  2. მარგარიტა (1273-1299), ანჟუს გრაფინია, ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შუათანა ძეს, ვალუას გრაფ შარლს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის მეფე ფილიპ VI;
  3. ლუი (1274-1298), ტულუზის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიის მიერ იგი წმინდანადაა შერაცხული;
  4. რობერტო (1276-1343), ნეაპოლის მეფე მამის შემდეგ. ცოლად შეირთო მეფე არაგონის მეფე პედრო III-ის ასული იოლანდა, რომელთანაც შეეძინა ორი ძე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მაიორკის მეფე ხაიმე II-ის ქალიშვილ სანჩიაზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია;
  5. ფილიპე I (1278-1331), აქაიისა და ტარანტოს პრინცი, რუმინეთის დესპოტი, კონსტანტინოპოლის ტიტულარული იმპერატორი და ალბანეთის მეფე. პირველად იქორწინა ეპირის დესპოტ ნიკეფორე I-ის ასულ თამარ ანგელინა კომნენაზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, თუმცა მას შემდეგში გაეყარა და ცოლად შეირთო კონსტანტინოპოლის იმპერატრიცა ეკატერინე II დე ვალუა, რომელთანაც კიდევ ოთხი შვილი ეყოლა;
  6. ბლანკა (1280-1310), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ხაიმე II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის არაგონის მეფე ალფონსო IV, კასტილიის დედოფალი მარია და გერმანიის დედოფალი იზაბელა;
  7. რაიმონდ ბერენგარი (1281-1307), პროვანსის გრაფი, პიემონტისა და ანდრიის პრინცი, ცოლად შეირთო მარგარიტა კლერმონელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  8. ჯოვანი (1283-1308), ბერი;
  9. ტრისტანი (1284-1288), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. ელეონორა (1289-1341), ცოლად გაჰყვა სიცილიის მეფე ფედერიკო III-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის სიცილიის მეფე პიეტრო II, ათენისა და ნეოპატრიის ჰერცოგი მანფრედი, კვიპროსის დედოფალი კონსტანცია, ბავარიის ჰერცოგინია ელიზაბეტა და პფალცის კურფიურსტი მარგერიტა;
  11. მარია (1290-1346), ცოლად გაჰყვა მაიორკის მეფე სანჩო I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  12. პიეტრო (1291-1315), გრავინას გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  13. ჯოვანი (1294-1336), დურაცოს ჰერცოგი, პირველად იქორწინა მატილდა ენოელზე, რომელსაც უშვილობის გამო გაეყარა და ცოლად შეირთო აგნესა პერიგროდელი, რომელთანაც შეეძინა შვილები. იგი იყო ნეაპოლის მეფე კარლო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგერიტას დიდი პაპა;
  14. ბეატრიჩე (1295-1321), ცოლად გაჰყვა ფერარის მარკიზ აცო VIII-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დაქორწინდა ანდრიის გრაფ ბერტრან III-ზე;

წინაპრები

ლიტერატურა