CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 340:
 
ამისდა მიუხედავად, როდესაც მე-5 ვერსიის ბრაუზერებში CSS-ს თითქმის სრული დანერგვა მოხდა, ზოგიერთ საკითხში კვლავ არსებობდა შეცდომები, შეუსაბამობები, შეუთავსებლობები და სხვა ხარვეზები. ასე მაგალითად, Windows სისტემისათვის გამოშვებულ Microsoft Internet Explorer 5.x ვერსიის ბრაუზერს, Macintosh სისტემისათვის გამოშვებული Microsoft Internet Explorer-საგან განსახვავებით, CSS სტანდარტთან შეუსაბამოდ ჰქონდა რეალიზებული CSS-ის ბლოკური მოდელი. ახალი შესაძლებლობების მხარდაჭერის მსგავსი შეუთავსებლობების და განსხვავებულობის გამო, ვებ-რესურსების შემმუშავებლებისათვის რთულად მიღწევადი იყო სტანდარტული ხელსაწყოებით ყველა პლატფორმასა და ბრაუზერში ერთნაირი შედეგის და კორექტული მუშაობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ხრიკის გამოყენების გარეშე, რომელსაც უწოდებდნენ CSS-ჰაკებს და ფილტრებს. IE-ს Windows ვერსიაში ბლოკის მოდელში შეცდომები იმდენად სერიოზული იყო, რომ IE 6 ვერსიაში Microsoft-მა შესწორებულ „სტანდარტულ მოდელთან“ ერთად უკუთავსებადობა დანერგა წინა ვერსიის „შეცდომიან“ IE-ს ვერსიასთან, ამდენად IE-6-ში შესაძლებელი იყო როგორც სტანდარტული CSS ფუნქციონალის გამოყენება, ასევე წინა ვერსიებში არასწორად რეალიზებული ფუნქციონალის გამოყენებაც. მსგავსი „ხრიკების რეჟიმი“ არსებობდა სხვა მწარმოებლების ბრაუზერებშიც. ამის გამო, HTML ფაილების ავტორებისათვის საჭირო გახდა მკაფიოდ მიეთითებინათ რომ სსურდათ სტანდარტული CSS ვერსიის გამოყენება სპეციალური „[[დოკუმენტის ტიპის გამოცხადება|სტანდარტთან შესაბამისობის]]“ მარკერის გამოცხადებით, რომელიც ბრაუზერს უთითებდა, რომ ავტორების განზრახვით გვერდი გამართულად ინტერპრეტირდება სტანდარტული CSS-ის შესაბამისად, და არ არის განკუთვნილი მოძველებული IE 5/Windows ვერსიის ბრაუზერთან სამუშაოდ. ამ მარკერის გარეშე, ის ვებრაუზერები, რომელშიც არსებობდა „ხრიკების რეჟიმი“, CSS სტანდარტების მიხედვით ინტერპრეტირების მაგივრად, ვებ-გვერდების ობიეტების ზომებს გაზრდიან, როგორც ეს IE 5-ის Windows ვერსიაში ხდება.
 
CSS-ის არაერთგაროვანი დანერგვის და თავად სტანდარტში შეცდომების გამო, W3C იძულებული გახდა CSS 2 ვერსიის შემდეგ გამოექვეყნებინა CSS 2.1 ვერსია, რომელიც დაახლოვდა თანამედროვე HTML ბრაუზერებში CSS-ის მხარდაჭერის ფორმატთან. CSS 2-ის ზოგიერთი შესაძლებლობა, რომელიც რომელიმე ბრაუზერში ვერ იქნა წარმატებით დანერგილი, ამოღებულ იქნა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ამ შესაძლებლობათა ქცევა შეიცავალა იმგვარად, რომ სტანდარტი შესაბამისობაში ყოფილიყო არსებულ დომინანტურ რეალიზაციებთან. 2004 წლის 25 თებერვალში CSS 2.1 რეკომენდაციის კანდიდატი გახდა, თუმცა 2005 წლის 13 ივნისს CSS 2.1 დაბრუნებულ იქნა სამუშაო პროექტის სტადიაზე. რეკომენდაციის კანდიდატის სტატუსი CSS 2.1-მა ხელმეორედ მიიღო მხოლოდ 2007 წლის 19 ივლისს.
 
 
ამ პრობლემების გარდა, <code>.css</code> გაფართოება გამოიყენებოდა პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელიც PowerPoint-ის ფაილებს გარდაქმნიდა Compact Slide Show ფაილად, და ამის გამო, ზოგიერთი ვებ-სერვერი ყველა .css ფაილს ემსახურებოდა როგორც <code>application/x-pointplus</code> MIME-ტიპის მონაცემს, <code>text/css</code> ტიპის ნაცვლად.
 
=== ვენდორების თავსართები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/CSS“-დან