CSS: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 339:
CSS 1-ის დაზუსტების სამუშაოები დასრულდა 1996 წელს. ამავე წელს გამოშვებულ იქნა Microsoft-ის ბრაუზერი Internet Explorer, რომელსაც CSS-ის შეზღუდული მხარდაჭერა ჰქონდა. Internet Explorer 4 და Netscape 4.x ვერსიებში ბრაუზერებში CSS-ის მხარდაჭერა გაფართოვდა, თუმცა ეს იყო არასრული მხარდაჭერა, ამასთან მოცული იყო შეცდომებითა და ხელს უშლიდან CSS-ის სრულყოფილ გამოყენებას. თითქმის სრული მხარდაჭერის მქონე პირველი ბრაუზერი გამოვიდა CSS-ის შემუშავებიდან სამი წლის შემდეგ. Internet Explorer 5.0 ვერსიის ბრაუზერი Macintosh-ის სისტემაზე, რომელიც გამოვიდა 2000 წლის მარტში, იყო პირველი, რომელსაც CSS 1-ის სრული მხარდაჭერა გააჩნდა (99%-ზე მეტი); ამით მან ჩამოიტოვა Opera, რომელიც ლიდერი იყო ამ საკითხში მას შემდეგ რაც თხუთმეტი თვით ადრე გამოქვეყნდა პირველად CSS. კვალდაკვალ, მხარდაჭერა გაჩნდა სხვა ბრაუზერებშიც, მრავალმა მათგანმა კი, დამატებით CSS 2 ვერსიის ნაწილებიც დანერგა.
 
ამისდა მიუხედავად, როდესაც მე-5 ვერსიის ბრაუზერებში CSS-ს თითქმის სრული დანერგვა მოხდა, ზოგიერთ საკითხში კვლავ არსებობდა შეცდომები, შეუსაბამობები, შეუთავსებლობები და სხვა ხარვეზები. ასე მაგალითად, Windows სისტემისათვის გამოშვებულ Microsoft Internet Explorer 5.x ვერსიის ბრაუზერს, Macintosh სისტემისათვის გამოშვებული Microsoft Internet Explorer-საგან განსახვავებით, CSS სტანდარტთან შეუსაბამოდ ჰქონდა რეალიზებული CSS-ის ბლოკური მოდელი. ახალი შესაძლებლობების მხარდაჭერის მსგავსი შეუთავსებლობების და განსხვავებულობის გამო, ვებ-რესურსების შემმუშავებლებისათვის რთულად მიღწევადი იყო სტანდარტული ხელსაწყოებით ყველა პლატფორმასა და ბრაუზერში ერთნაირი შედეგის და კორექტული მუშაობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ხრიკის გამოყენების გარეშე, რომელსაც უწოდებდნენ CSS-ჰაკებს და ფილტრებს. IE-ს Windows ვერსიაში ბლოკის მოდელში შეცდომები იმდენად სერიოზული იყო, რომ IE 6 ვერსიაში Microsoft-მა შესწორებულ „სტანდარტულ მოდელთან“ ერთად უკუთავსებადობა დანერგა წინა ვერსიის „შეცდომიან“ IE-ს ვერსიასთან, ამდენად IE-6-ში შესაძლებელი იყო როგორც სტანდარტული CSS ფუნქციონალის გამოყენება, ასევე წინა ვერსიებში არასწორად რეალიზებული ფუნქციონალის გამოყენებაც. მსგავსი „ხრიკების რეჟიმი“ არსებობდა სხვა მწარმოებლების ბრაუზერებშიც. ამის გამო, HTML ფაილების ავტორებისათვის საჭირო გახდა მკაფიოდ მიეთითებინათ რომ სსურდათ სტანდარტული CSS ვერსიის გამოყენება სპეციალური „[[დოკუმენტის ტიპის გამოცხადება|სტანდარტთან შესაბამისობის]]“ მარკერის გამოცხადებით, რომელიც ბრაუზერს უთითებდა, რომ ავტორების განზრახვით გვერდი გამართულად ინტერპრეტირდება სტანდარტული CSS-ის შესაბამისად, და არ არის განკუთვნილი მოძველებული IE 5/Windows ვერსიის ბრაუზერთან სამუშაოდ. ამ მარკერის გარეშე, ის ვებრაუზერები, რომელშიც არსებობდა „ხრიკების რეჟიმი“, CSS სტანდარტების მიხედვით ინტერპრეტირების მაგივრად, ვებ-გვერდების ობიეტების ზომებს გაზრდიან, როგორც ეს IE 5-ის Windows ვერსიაში ხდება.
 
=== ვენდორების თავსართები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/CSS“-დან