უღლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Gaga.vaa გვერდი „უღვლილება“ გადაიტანა გვერდზე „უღლება“
No edit summary
 
ხაზი 1:
'''უღვლილებაუღლება''', ''უღვლილება'' — [[ზმნა|ზმნის]] ფორმის ცვლილება პირის, რიცხვის, დროის, კილოს და ასპექტის [[გრამატიკა|გრამატიკული]] კატეგორიების მიხედვით. ცვლად ფორმათა ერთობლიობა ქმნის უღვლილების პარადიგმას. ერთი და იმავე დროის და კილოს გამომხატველ ფორმას, რომელიც აერთიანებს მხოლობითი და მრავლობითი ირცხვის სამივე ფორმებს, ეწოდება [[მწკრივი]]. ზმნაში შეიძლება აღინიშნოს, და ამდენად, იცვალოს სუბიექტური და ობიექტური პირები. მთის იბერიულ-კავკასიურ ენებში არსებობს აგრეთვე კლასოვანი და პიროვან-კლასოვანი უღვლილება.
 
თანამედროვე [[ქართული ენა|ქართულ ნაში]] 11 მწკრივია, რომელიც იყოფა სამ სერიად. პირველ სერიაში გამოიყტოფა აწმყოსა და მყოფადის წრე. I სერიის აწმყოს წრეში შედის აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს კავშირებითი; მყოფადის წრეში ერთიანდება მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის კავშირებითი.; მეორე სერიაში შედის წყვეტილი და II კავშირებითი; მესამე სერიაში გაერთიანებულია I თურმეობითი, II თურმეობითი და III კავშირებითი. უღვლილების პარადგიმა განსხვავებულია ძველ ქართულსა და ქართული ენის დიალექტებში. ძველ ქართულში ფუნქციონირებდა ხოლმეობითისა და ბრძანებითის მწკრივები. თხრობითი კილოს მყოფადის გამოსახატავად გამოიყენებოდა კავშირებითის ფორმები. დიალექტებში სხვაობა ორი სახისაა: დაცულია არქაული ვითარება გარკვეული ნაირსახეობებით, ან გვაქვს დიალექტური ინოვაცია, ჩამოყალიბდა IV სერია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უღლება“-დან