მორფოლოგია (ენათმეცნიერება): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მრავალმნიშვნელოვნება*|მორფოლოგია}}
'''მორფოლოგია''' — [[გრამატიკა|გრამატიკის]] ნაწილი, რომელიც იკვლევს [[სიტყვა|სიტყვების]] ფორმათა ცვალებადობას და ამ ფორმაცვალებადობასთან დაკავშირებულ სიტყვის შინაარსის ცვლას.
 
გრამატიკა [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] დარგია, რომელიც შეისწავლის [[ენა|ენის]] აგებულებას. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: მორფოლოგია და [[სინტაქსი]]. მორფოლოგია სწავლობს სიტყვას, სიტყვის აგებულებას, სიტყვის ფორმაცვალებას. სინტაქსი შეისწავლის სიტყვათა ურთიერთმიმართებას. გრამატიკის დაყოფა მორფოლოგიად და სინტაქსად ზოგჯერ პირობით ხასიათს იძენს: მორფოლოგიური საკითხების გარკვევა სინტაქსური ურთიერთობების გათვალისწინების გარეშე არ მოხერხდება ისევე, როგორც სინტაქსური პრობლემების გარკვევა მორფოლოგიის საკითხების გათვალისწინების გარეშე. ამიტომაც ზოგჯერ ენათმეცნიერები საუბრობენ მორფოსინტაქსის საკითხებზე, მორფოსინტაქსურ კატეგორიებზე. სხვაგვარი განმარტებით, მორფოლოგია არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენობრივ ფორმას მისსავე დინამიკაში; სიტყვის ფორმას და ამ ფორმის ცვლილების კანონზომიერებებს; სიტყვის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შემადგენელ ელემენტებს. ჩვეულებრივი გაგებით, მორფოლოგიის შესწავლის საგანია სიტყვის ყოველგვარი ცვლა: ამგვარი გაგებით სიტყვაწარმოებაც ისევეა მორფოლოგიის საგანი, როგორც ფორმაწარმოება.
 
მორფოლოგიის კვლევის მთავარი საგანი [[ფლექსია]]ა, რომელიც მოიცავს [[ბრუნება|ბრუნების]], [[უღლება|უღლებისა]] და [[შედარებითი ხარისხის]] კატეგორიებს. მორფოლოგია ცდილობს ხსენებულ [[მორფოლოგიური კატეგორია|კატეგორიებში]] მოაქციოს სიტყვის ფორმები, დაჰყოს ისინი გარკვეულ ნიშნის მიხედვით [[პარადიგმა|პარადიგმებად]] და კლასებად.