ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Nina1009|Nina1009]].|27|04|2021}}
 
ანგლიკანური ტრადიციის ეკლესია, რომელიც [[საქართველო|საქართველოში]] წარმოდგენილია 2018 წლიდან. ქვეყანაში არსებული სხვა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] ეკლესიებისგან განირჩევა მისი პროგრესული და ლიბერალური კურსით.
 
=== ანგლიკანური ეკლესიის დაარსება ===
[[ანგლიკანიზმი|ანგლიკანური ეკლესია]] არის ქრისტიანობის მესამე უდიდესი თანაზიარება ([[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკურის]] და [[მართლმადიდებლობა|აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიების]] შემდეგ), რომელიც დაახლოებით 85 მილიონ მორწმუნეს მოიცავს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამ ეკლესიის იდენტობა და ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინგლისის ნაციონალურ ეკლესიასთან ([[ინგლისის ეკლესია]]), რომელიც არის მსოფლიო ანგლიკანური თანაზიარების დედა ეკლესია. ინგლისის ეკლესია XVI საუკუნეში, [[პროტესტანტული რეფორმაცია|რეფორმაციის]] ხანაში, გამოეყო რომის [[რომის პაპი|პაპის]] იურისდიქციას. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მეფე [[ჰენრი VIII]]-ს უთანხმოება მოუვიდა პაპთან ცოლთან გაყრის საკითხზე, ამავე დროს იმ პერიოდის ინგლისში საკმაოდ ფესვგადგმული იყო რეფორმატორული იდეები არა მხოლოდ მორწმუნეებში, არამედ ეპისკოპატშიც. რეფორმატორული სულისკვეთების იყო კენტერბერიის არქიეპისკოპოსი [[ტომას კრანმერი|თომას კრანმერიც]], რომელმაც მეფე წააქეზა რომ ინგლისის ეკლესიას გაეწყვიტა კავშირი პაპთან. მეფისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ეს იდეა და ამიტომაც ინგლისის ეკლესია 1534 წელს, ინგლისის პარლამენტის „უზენაესობის აქტის“ საფუძველზე გამოეყო რომის კათოლიკე ეკლესიას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ეკლესიის რომისაგან განთავისუფლების სულისკვეთება ჯერ კიდევ 1215 წლის „თავისუფლების დიდ ქარტიაში“ (Magna Carta Libertatum) იკითხება. ქარტიაში წერია - „ინგლისის ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი“ (Anglicana Ecclesia Libera Sit), სწორედ ამ “Anglicana“-სგან წარმოდგება ტერმინი ანგლიკანი, რომელიც აღნიშნავს ინგლისის ეკლესიასა და მისგან განვითარებულ ეკლესიებს.
 
ანგლიკანური თანაზიარების წევრი ეკლესიების ნაწილი (მაგალითად აშშ-ს, ფილიპინების, სუდანის, იერუსალიმის, შოტლანდიის ეკლესიები) იწოდება არა ანგლიკანურად, არამედ ‘ეპისკოპალურ ეკლესიებად’, ამით ისინი აკეთებენ იმის ხასგასმას რომ დაკარგული აქვთ ინგლისური/ბრიტანული იდენტობა და არიან ნაციონალური ეკლესიები.
 
=== მოძღვრება ===
ანგლიკანური ეკლესია აღიარებს [[ბიბლია|წმინდა წერილის]], ასევე [[მსოფლიო საეკლესიო კრება|7 მსოფლიო საეკლესიო კრების]] ავტორიტეტს. ეკლესიის რწმენა გადმოცემულია [[სარწმუნოების სიმბოლო|მრწამსის]] სამ ტექსტში - სამოციქულო, ნიკეა-კონსტანტინეპოლის და ათანასეს რწმენის სიმბოლოებში, ასევე რწმენის 39 პუნქტსა და კატეხიზმოში. ანგლიკანურ ეკლესიაში აღესრულება 2 (ნათლობა და ევქარისტია) უმთავრესი და 5 სხვა საიდუმლოება ([[ქორწინება|ჯვრისწერა]], [[მღვდლობა]], აღსარება, სნეულთა მირონცხება, [[მირონცხება|კონფირმაცია]]). ანგლიკანური ევქარისტიული თეოლოგია მნიშვნელოვნად გავს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურს. ანგლიკანები აღიარებენ ევქარისტიული პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაქმნას, თუმცა არ იზიარებენ რომის კათოლიკეთა ტრანსუბსტანციის რწმენას. ეკლესიას აქვს უწყვეტი სამოციქულო ჯაჭვის უწყვეტობა და ხელდასხმის სამკეცი წესი - [[დიაკვანი|დიაკვნის]], [[მღვდელი|მღვდლისა]] და [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსის]].
 
=== სოციალური სწავლება ===
ეკლესია თავისი თეოლოგიითა და პრაქტიკით მკვეთრად ტრადიციულია. უმთავრესი მახასიათებელი, რითაც ის სხვა ტრადიციონალისტური ეკლესიებისგან განსხვავდება არის ის რომ მისი სოციალური მოძღვრება პროგრესულია, რაც გამოიხატება იმაში რომ ეკლესიის წიაღში არ ხდება ადამიანების დისკრიმინაცია არც სქესის, არც კანის ფერის, არც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ეპისკოპალურ ეკლესიაში ხდება ქალთა როგორც დიაკვნად, ისე მღვდლად და ეპისკოპოსად ხელდასხმა.
 
=== ეპისკოპალური თემის დაარსება საქართველოში ===
2018 წლის 21 აპრილს თბილისში შეიკრიბა ლიბერალურად მოაზროვნე ქრისტიანთა ჯგუფი (მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიებიდან), რომელსაც ხელმძღვანელობდა თომა ლიპარტიანი (თავად ყოფილი რომის კათოლიკე), მათ გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ეპისკოპალურ-ანგლიკანურ ეკლესიას, იმის გამო რომ ეს ეკლესია ინარჩუნებს ტრადიციულ ქრისტიანულ რწმენასა და პრაქტიკას, სოციალური სწავლებებით კი არის ლიბერალური და პროგრესული. 2019 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის ეპისკოპალური თემი შევიდა ამერიკის ეპისკოპალური ეკლესიის მზრუნველობის ქვეშ. ამერიკის ეპისკოპალურ ეკლესიას კონტინენტურ ევროპაში აქვს "ეპისკოპალურ სამრევლოთა გაერთიანება ევროპაში", რომლის ეპისკოპოსიცაა მისი მაღალღირსება მარკ ედინგტონი. სწორედ ხსენებული ეპისკოპოსის სამწყსოს წარმოადგენს ეპისკოპალური ეკლესიის თემი საქართველოში. სამრევლოთა გაერთიანების ცენტრი მდებარეობის პარიზში, სადაც არის ეპისკოპოსის კათედრა წმინდა სამების კათედრალში.
 
საქართველოში მცხოვრებ ეპისკოპალური ეკლესიის მრევლს პასტორალურ მზრუნველობას უწევს ღვთისმსახურების ლიდერი თომა ლიპარტიანი.
 
=== რესურსები ინტერნეტში ===