შანხაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 185.143.178.82 ცვლილებების გაუქმება (№4188898)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა დასახლება}}
'''შანხაი''' (ჩინ.: 上海, Shànghǎi) — [[ჩინეთი]]ს უდიდესი ქალაქი. შანხაი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული, კომერციული, ფინანსური, ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია. მდებარეობს მდინარე [[იანძი]]სა და მისი მარჯვენა შენაკადის, [[ხუანხე]]ს ნაპირებზე. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვიდან 50 კმ. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც პროვინციის დონის სტატუსი აქვს. შანხაიში მდებარეობს ასევე მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო პორტი [[სინგაპური]]სა და [[როტერდამი]]ს შემდეგ. არის საავტომობილოდასაავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი, განვითარებულია [[მრეწველობა]]. მოქმედებს განათლების და კულტურის დაწესებულებები. შემორჩენილია XVI-XIX საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები.
 
თავდაპირველად ერთი მიყრუებული მეთევზეთა სოფელი, შანხაი ჩინეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქი გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. ეს იყო ჩინეთის პოპულარული კულტურის, ინტელექტუალური გაცვლისა და პოლიტიკური ინტრიგების ცენტრი. [[1949]] წლის შემდეგ ქალაქის ცხოვრების რიტმი შენელდა მთავრობის მიერ შემოღებული მძიმე გადასახადების გამო. [[1992]] წლიდან შანხაიმ სწრაფი განვითარება დაიწყო და მალევე გაასწრო შენჟენსა და გუანჯჟოუს და გახდა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ფორპოსტი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შანხაი“-დან