ვიკიპედია:Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიის ტექსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

<ol type="a">
<li id="1.a">'''„ადაპტაცია“''' - ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებულია ნაწარმოებზე ან ნაწარმოებსა და მანამდე არსებულ ნაწარმოებზე, როგორიცაა თარგმანი, ადაპტაცია, გადამუშავებული ნაწარმოები, მუსიკალური არანჟირება ან ლიტერატურული ან სახელოვნებო ნაწარმოების სხვაგვარი ცვლილება, ან ფონოგრამა ან შესრულება და რომელიც მოიცავს კინომატოგრაფიულ ადაპტაციებს ან ნებისმიერი სხვა ფორმას, რომლითაც ნაწარმოები შეიძლება გადამუშავდეს, გადაკეთდეს ან ადაპტირდეს, ნებისმიერი ისეთი ფორმით, რომ შეცნობადი იყოს მისი წარმოშობა ორიგინალი ნაწარმოებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები წარმოადგენს კრებულს, რაც აღნიშნული ლიცენზიის მიზნებისათვის, ადაპტაციად მიჩნეული ვერ იქნება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, თუკი ნაწარმოები მუსიკალური ნაწარმოები, შესრულება ან ფონოგრამაა, ნაწარმოების სინქრონიზაცია მოძრავი სურათის პარალელურად („სინქრონიზება“) წინამდებარე ლიცენზიის მიზნებისათვის ჩაითვლება ნაწარმოების ადაპტაციად.
<li id="1.b">'''„კრებული“''' - ლიტერატურულ და სახელოვნებო ნაწარმოებთა კრებული, როგორიცაა ენციკლოპედიები და ანთოლოგიები, ან შესრულებები, ფონოგრამები ან გადაცემები, ან სხვა ნაწარმოებები ან საგანი, გარდა ნაწარმოებებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, სექცია 1(f)-ში და რომლებიც თავიანთი შინაარსის შერჩევისა და აღწერის საფუძველზე წარმოადგენენ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომლითაც ნაწარმოები წარმოდგენილია თავისი სრული და შეუცვლელი ფორმით ერთ ან მეტ სხვა შეტანილ [ნაწარმოებთან] ერთად, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს ცალკეულ და დამოუკიდებელ ნაწარმოებს, რომელიც ერთ მთლიანობადაა მოქცეული. ნაწარმოები, რომელიც კრებულს წარმოადგენს ადაპტაციად (როგორც ეს ქვემოთაა განსაზღვრული) არ ჩაითვლება ამ ლიცენზიის მიზნებისათვის.
<li id="1.c">'''Creative Commons-თან თავსებადი ლიცენზია '''- ლიცენზია, რომელიც განთავსებულია https://creativecommons.org/compatiblelicenses-ზე და დამტკიცებულია Creative Commons-ის მიერ, როგორც ამ ლიცენზიის არსებითად ეკვივალენტური ლიცენზია და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: (i) შეიცავს პირობებს, რომლებსაც აქვთ იგივე მიზანი, მნიშვნელობა და ეფექტი, რაც ამ ლიცენზიას გააჩნია. (ii) აშკარადაა დადასტურებული ლიცენზიის გავრცელება იმავე ლიცენზიის ქვეშ შექმნილი ნაწარმოებების ადაპტაციების ლიცენზირებას ან საავტორო უფლებების კორპორაციის იურისდიქციაში შემავალი სხვა იმგვარი ლიცენზიის საშუალებით, რომლის ელემენტებიც ამ ლიცენზიის ელემენტებს ემთხვევა.