ვიკიპედია:Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 Unported ლიცენზიის ტექსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
ნაწარმოები (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) წარმოდგენილია Creative Commons-ის საჯარო ლიცენზიის (შემდეგში “CCPL” ან „ლიცენზია“) პირობების შესაბამისად. ნაწარმოები დაცულია საავტორო უფლებით ან/და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენება, გარდა ამ ლიცენზიის ან საავტორო უფლებათა შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა, დაუშვებელია.
წინამდებარე ნაწარმოებთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ იზიარებთ და ეთანხმებით ლიცენზიაში წარმოდგენილ პირობებს. იმ შემთხვევაში, თუკი წინამდებარე ლიცენზია ხელშეკრულებად იქნება მიჩნეული, ლიცენზიარი აქ ჩამოთვლილ უფლებებს განიჭებთ ქვევით მოყვანილ წესებსა და პირობებზე თანხმობის შესაბამისად.
==<span id="1"></span>1. განმარტებები==
 
<ol type="a">
<li id="1.a">'''„ადაპტაცია“''' - ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებულია ნაწარმოებზე ან ნაწარმოებსა და მანამდე არსებულ ნაწარმოებზე, როგორიცაა თარგმანი, ადაპტაცია, გადამუშავებული ნაწარმოები, მუსიკალური არანჟირება ან ლიტერატურული ან სახელოვნებო ნაწარმოების სხვაგვარი ცვლილება, ან ფონოგრამა ან შესრულება და რომელიც მოიცავს კინომატოგრაფიულ ადაპტაციებს ან ნებისმიერი სხვა ფორმას, რომლითაც ნაწარმოები შეიძლება გადამუშავდეს, გადაკეთდეს ან ადაპტირდეს, ნებისმიერი ისეთი ფორმით, რომ შეცნობადი იყოს მისი წარმოშობა ორიგინალი ნაწარმოებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები წარმოადგენს კრებულს, რაც აღნიშნული ლიცენზიის მიზნებისათვის, ადაპტაციად მიჩნეული ვერ იქნება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, თუკი ნაწარმოები მუსიკალური ნაწარმოები, შესრულება ან ფონოგრამაა, ნაწარმოების სინქრონიზაცია მოძრავი სურათის პარალელურად („სინქრონიზება“) წინამდებარე ლიცენზიის მიზნებისათვის ჩაითვლება ნაწარმოების ადაპტაციად.