ლუარსაბ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 28:
|ხელმოწერა = Luarsab I signature.svg
}}
'''ლუარსაბ I''' (დ. [[1502]] — გ. [[1556]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1527]]—[[1556]] წლებში, [[დავით X]]-ის ძე (წყაროებში გვხვდება მისი მეფობის სხვა თარიღებიც: [[1530]]—[[1556]], [[1534]]—[[1558]] და სხვ.), [[1522]] წელს თავი ისახელა [[თელეთის ბრძოლა 1522|ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში]]. [[1526]] წელს პოლიტიკური კავშირი შეკრა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-სთან]]. [[1535]] წელს, როდესაც ბაგრატ III-მ სამცხე-საათაბაგო [[მურჯახეთის ბრძოლა 1535|შეიერთა]], ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. ლუარსაბ I ცდილობდა [[სპარსეთი]]სა და [[ოსმალეთი]]ს აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართულ სამეფო-სამთავროთა ძალების გაერთიანებას. 30-იან წლებში ქართლ-იმერეთის კავშირი გაფართოვდა ლუარსაბ I-ისა და [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფის [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანის]] შეკავშირებით. ამას წინ აღუდგა ირანის [[შაჰი]] [[თამაზ I]], რომელმაც პირადად [[თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში XVI საუკუნეში|ოთხი დიდი ლაშქრობა]] ([[1541]], [[1547]], [[1551]], [[1554]]) მოაწყო საქართველოში. [[1541]] წელს შაჰის პირველი ლაშქრობის შედეგად ლუარსაბ I-მა [[თბილისი]] დაკარგა, [[კახეთის სამეფო]] მტერს დამორჩილდა და ქართული სამეფოთა კავშირს გამოეთიშა. [[1545]] წელს ლუარსაბ I თავისი ლაშქრით დაეხმარა ბაგრატ III-ს შემოსეულ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ქართლ-იმერეთის შეერთებული ლაშქარი [[სოხოისტის ბრძოლა 1545|სოხოისტას ბრძოლაში]]ში დამარცხდა და [[სამცხე-საათაბაგო]]ში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს. პაპი [[პავლე III]] 1545 წლის 17 ივნისს უგზავნის ლუარსაბს წერილს, გამოხატავს რა მზადყოფნას, რომ ელჩები გამოგზავნოს, ულოცავს ლუარსაბს ლევანთან ერთად მიღწეულ კავშირს და იმასაც, რომ რომ ლუარსაბმა სცნო და აღიარა პაპი, გზავნის რა მოგვიანებით ([[1546]]) საქართველოში ელჩებს ერთიანობის ნიშნად. მანამდე კი ლუარსაბ I უგზავნის პავლე III-ს ელჩებს, უცხადებს რა მას მორჩილებას და მზადყოფნას, კათოლიკე მისიონარებთან ერთად ეკლესიათა ერთიანობის მისაღწევად.
 
ირან-ოსმალეთის ომის ([[1514]]—[[1555]]) უკანასკნელ ეტაპზე, როდესაც ორივე აგრესორი განსაკუთრებული ენერგიით ცდილობდა საქართველოს დამორჩილებას, ლუარსაბ I მტკიცედ ადგა თავიდანვე აღებულ პოლიტიკურ კურსს და დაიმორჩილა [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთი]], [[კოლა-არტაანი]]. [[1551]] [[თამაზ I]]-ის მე-3 შემოსევის შედეგად ლუარსაბ I იძულებული გახდა დაეტოვებინა [[სამცხე-საათაბაგო]]ს შემოერთებული ტერიტორიები. [[1554]] წელს თამაზ I-ის მე-4 შემოსევის დროს ლუარსაბ I იმერეთში გადავიდა. შაჰის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ბაგრატ III-მ არ გასცა ქართლის მეფე. [[1554]]—[[1555]], ირან-ოსმალეთის საზავო მოლაპარაკების დროს, ლუარსაბ I ბაგრატ III-თან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა ზავის დადებისათვის, რადგან ორ აგრესორს შორის ომი უადვილებდა ქართველებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. [[1555]] ირან-ოსმალეთის ამასიის ზავის შემდეგაც ლუარსაბ I განაგრძობდა ბრძოლას: დაიბრუნა ქართლის მრავალი ციხესიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ყიზილბაშური გარნიზონი. [[1556]] ყიზილბაშთა წინააღმდეგ გმირულ [[გარისის ბრძოლა 1556|ბრძოლაში]] ლუარსაბ I სასიკვდილოდ დაიჭრა. ლუარსაბ I მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას იყენებდა — მცირე რაზმებს პირდაპირ ესხმოდა თავს და ანადგურებდა, დიდ ლაშქართან ბრძოლას თავს არიდებდა, მოხერხებულად იყენებდა ადგილობრივ ბუნებრივ პირობებს, უსაფრდებოდა მტერს, ღამით აწყობდა თავდასხმებს. ამით აიძულებდა მტერს საომარი ოპერაციები შეეწყვიტა და ციხესიმაგრეებში ჩაკეტილიყო. ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები, მათ შორის თვით მოწინააღმდეგენიც, მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს, მამაც და გულად მებრძოლს; უწოდებდნენ დიდს, თავდადებულ გმირს, რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლით დაიცვა „ქართველობა“ — ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება, ქართული კულტურა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუარსაბ_I“-დან