სამხრეთი კავკასია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
 
თანამედროვე კავკასიის ისტორიული სათავეები მე-17 საუკუნის შუახანებში უნდა ვეძებოთ. ამ დროისათვის უკვე გამოიკვეთა ის სამი რეგიონს გარეთა გეოპოლიტიკური ძალა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად: თურქეთი, ირანი და რუსეთი. [[1555]] წელს [[ამასიის ზავი]]თ ოსმალეთმა და ირანმა სამხრეთ კავკასია შუაზე გაიყვეს, [[1557]] წელს კი რუსეთმა, [[ყაზანის სახანო|ყაზანის]]ა და ასტრახანის სახანოების დაპყრობის ([[1552]] და [[1556]] წლები) შემდეგ თერგზე ციხე ჩადგა. რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებს, აქ მეტ-ნაკლებ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ქართული სამეფო-სამთავროები ინარჩუნებდნენ. თანამედროვე აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე მუსლიმური სახანოები არსებობდა, რომლებიც ირანს ემორჩილებოდნენ, ოსმალეთის გაძლიერების პერიოდებში კი მის დაქვემდებარებაში გადადიოდნენ.
 
==რუსეთის მმართველობა==
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ორი დიდი ომის შემდეგ, რომელსაც [[რუსეთ-სპარსეთის ომი]] ეწოდა ([[1804]]-[[1813]] და [[1826]]-[[1828]]), რუსეთის იმპერიამ დაიპყრო სამხრეთ კავკასიის უმეტესი ნაწილი. [[გულისტანის საზავო ხელშეკრულება]], რომელიც [[1804]]-[[1813]] წლის ომს მოჰყვა, ირანმა დაკარგა [[დაღესტანი]] და საქართველოს აღმოსავლეთი, ასევე ამჟამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმეტესი ნაწილი. [[თურქმენჩაის ზავი]]ს შემდეგ კი, რომელიც [[1826]]-[[1828]] წლებს მოჰყვა, ირანმა დაკარგა ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორია. [[1828]]-[[1829]] წლის ომის შემდეგ, ოსმალთა იმპერიამ რუსეთს დათმო დასავლეთ საქართველო ([[ბათუმი]]ს გარდა).
 
[[1844]] წელს ამჟამინდელი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ერთად მოექცა რუსეთის იმპერიაში.
 
მოგვიანებით [[1877]]-[[1878]] წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შემგომ პერიოდში რუსეთმა სამხრეთ კავკასიის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ტერიტორიაც მოიპოვა და ყარსის ოლქში გააერთიანა.
 
პარალელურად რუსეთი სრულად გაბატონდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც [[1859]] წელს მან საბოლოოდ გატეხა აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა წინააღმდეგობა, რომელიც [[შამილი|შამილის]] ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, ხოლო 1864 წელს - დასავლეთ კავკასიის მთიელთა საბოლოო დამარცხებაც შესძლო. ჩერქეზთა დიდი ნაწილი თავის სამშობლოდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. თუმცა გადასახლებულთა დიდი ნაწილი გზაში დაიღუპა. მთელი კავკასია რუსეთის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობას მოსდევდა ეთნიკური სურათის შეცვლა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==