სამხრეთი კავკასია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
 
ტერმინი „ტრანსკავკასია“ და „ტრანსკავკასი“ დასავლურ ენებში არის რუსული სიტყვის „ზაკავკაზიეს“ თარგმანი, რომელიც აღნიშნავს „კავკასიის მიღმა ტერიტორიებს}}
 
==გეოგრაფია==
სამხრეთ კავკასია პატარა, მაგრამ მჭიდროდ დასახლებული რეგიონია, [[კავკასიონი|კავკასიონის]] სამხრეთ ნაწილში. კავკასიონის მაღალმთიანი რეგიონი ძირითადად საქართველოს შემადგენლობაში შედის, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი საქართველოდან სამხრეთით მდებარეობს, რომლიც ასევე მაღალმთიან პლატოზეა განლაგებული. მთების ჯამური ფართობი 186100 კვადრატული კილომეტრია. ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასია შემოსაზღვრულია რუსეთით, აღმოსავლეთით კასპიის ზღვით, სამხრეთით [[ირანი]]თა და [[თურქეთი]]თ, ხოლო დასავლეთით შავი ზღვით.
 
==ისტორია==
===პრეისტორია===
სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ცნობები ჩვ. წ.-მდე V საუკუნეში [[ჰეროდოტე]]სთან გვხვდება, რომელმაც აღწერა კოლხები და მათ მუქკანიანი [[ეგვიპტელები]] უწოდა. ასევე, ძველი ბერძენი გეოგრაფი [[სტრაბონი]], უკვე მოგვიანებით სამხრეთ კავკასიის ტერიოტრიაზე მცხოვრებლებს აღწერს და აღნიშნავს, რომ ისინი კავკასიას უწოდებდნენ „კასპიას“. მეცხრამეტე საუკუნემდე სამხრეთ კავკასია პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული ქიშპის არენა იყო. ისტორიის მანძილზე რეგიონი სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მათ შორის იყვნენ აქემანიანები, [[ნეო-ასურული იმპერია]], [[პართია]], [[რომი]], [[სასანიანები]], [[ბიზანტია]], [[მონღოლეთი]], [[ოტომანები]], [[ირანი]] (სეფავიდები,აფშარიდები, ყაჯარები) და [[რუსეთის იმპერია]]. თითოულმა მათგანმა საკუთარი აღმსარებლობითა და კულტურით საკუთარი კვალი დატოვეს.
 
ისტორიის უმეტესობა სამხრეთ კავკასიამ ირანის ტერიტორიებზე დაფუძნებული იმპერიების მმართველობის ქვეშ გაატარა, შესაბამისად ის დიდი ხნის განმავლობაში „ირანული სამყაროს“ ნაწილად მიიჩნეოდა.
 
თანამედროვე კავკასიის ისტორიული სათავეები მე-17 საუკუნის შუახანებში უნდა ვეძებოთ. ამ დროისათვის უკვე გამოიკვეთა ის სამი რეგიონს გარეთა გეოპოლიტიკური ძალა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ კავკასიაზე გავლენის მოსაპოვებლად: თურქეთი, ირანი და რუსეთი. [[1555]] წელს [[ამასიის ზავი]]თ ოსმალეთმა და ირანმა სამხრეთ კავკასია შუაზე გაიყვეს, [[1557]] წელს კი რუსეთმა, [[ყაზანის სახანო|ყაზანის]]ა და ასტრახანის სახანოების დაპყრობის ([[1552]] და [[1556]] წლები) შემდეგ თერგზე ციხე ჩადგა. რაც შეეხება კავკასიის ქვეყნებს, აქ მეტ-ნაკლებ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ქართული სამეფო-სამთავროები ინარჩუნებდნენ. თანამედროვე აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე მუსლიმური სახანოები არსებობდა, რომლებიც ირანს ემორჩილებოდნენ, ოსმალეთის გაძლიერების პერიოდებში კი მის დაქვემდებარებაში გადადიოდნენ.
 
== იხილეთ აგრეთვე ==